ოქრო NYMEX(უნც.)  1264.52  -0.22%    |    პლატინა (უნც.)  958.30  -0.28%    |    ვერცხლი (უნც.)  17.57  -0.49%    |    პალადიუმი NYMEX  798.53  +0.28%    |    ნიკელი (ტონა)  9287.5  -0.19%    |    ალუმინი (ტონა)  9277.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  51.89  -0.15%    |    გაზი(NYMEX)  31.7  +0.44%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  16.31  +0.25%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.27  +0.19%    |    ხორბალი (ტონა)  427.75  +0.08%    |   
 USD 2.4444        EUR 2.659        GBP 3.133        RUB 4.3614        UAH 0.9181        AZN 1.4572        AMD 5.0431      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
 


 

ჩვენ შესახებ
საინფორმაციო სააგენტო ''ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი'' შედის ”საქართველოს მედია ჰოლდინგის" შემადგენლობაში.

სააგენტო ინფორმაციას მოიპოვებს პირველწყაროდან, რაც უზრუნველყოფს მოპოვებული და გავრცელებული ინფორმაციის ექსკლუზიურობას.

სააგენტო ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს, მოთხოვნილებებს. ახდენს ინფორმაციის დივერსიფიცირებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას მომხმარებლამდე.

ჩვენი მისიაა  –  ჯანსაღი ბიზნესის სივრცის და ინფორმაციული გარემოს შექმნა.

ჩვენი მიზანია - ხელი შევუწყოთ საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაციას. შევქმნათ ჯანსაღი ქართული ბიზნესის იმიჯი. ახალი ტექნოლოგიების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვით მოხდეს მისი ინტეგრაცია საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში.
 
ჩვენი წარმატება იქნება - თუ ქართული ბიზნესი შეძლებს სახელმწიფოს ზედმეტი დახმარებების გარეშე ინტეგრაციას საერთაშოროსო სისტემაში. ქართული ბრენდები იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. ქართული კომპანიები და ბიზნეს სივრცე იქნება საინტერესო და მიმზიდველი ინვესტორებისათვის.

რას გთავაზობთ (პროდუქტები)
- ყველა ინფორმაცია ქართული ბიზნესის შესახებ. სიახლეები, ბაზრის კვლევები, ქართული კომპანიები და მათი ფინანსური მაჩვენებლები, ტენდერები, ბიზნეს გეგმები და ბიზნეს წინადადებები. ბიზნეს კატალოგი.

- ყველა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის სიახლეების, განვითარების ტენდენციებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაკროეკონომიკა, ფინანსური და შრომის ბაზრები, ინვესტიციები, ექსპორტ-იმპორტი, კანონპროექტების ანალიზი.

- რეგიონალური სიახლეები, ეკონომიკა და ბიზნესი კავკასიის ქვეყნებში.

- მსოფლიო ეკონომიკის სიახლეები, წამყვანი კომპანიები და ახალი ტექნოლოგიები. მსოფლიო ბირჟების ყოველდღიური ანალიზი. მსოფლიო ფასები და საფონდო ინდექსები.

- რეიტინგები, კონკურსები, კონფერენციები, კვლევები, კომენტარები, ოფიციალური სტატისტიკა, ტრანსპორტის განრიგი, ფასები და GBC-ის ანალიტიკა.
 
ვისთვის ვმუშაობთ
ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, ვინც თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბება-განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ესენი არიან ადამიანები ვინც საკუთარი ინტელექტის, ნიჭის, შრომისმოყვარეობის ხარჯზე ყოველდღიურად ქმნის პროდუქტს, არის წარმატებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ასეთ ადამიანებს ''ჯორჯიან ბინზეს კონსალტინგი'' სთავაზობს ინფორმაციას და ტექნოლოგიას, როგორ უნდა გახდნენ კიდევ უფრო წარმატებულები.
 
ჩვენი აუდიტორიის და მომხმარებლების ბირთვს წარმოადგენს ადამიანები უმაღლესი განათლებით, საშულო ან მაღალი ანაზღაურებით. მათ მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებილი ცხოვრების მიზანი, იციან გზა როგორ მიაღწიონ მიზანს, ანალიზს უკეთებენ რისკებს და ცდილობენ მის მინიმიზაციას.

''ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგი'' მოიცავს მნიშვნელოვან ბიზნეს აუდიტორიას საქართველოში. გამომდინარე აქედან, ის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა ბიზნეს წინადადებების ან რეკლამის განთავსებისთვის

პარტნიორები

ევრომანის   საინფორმაციო სისტემა ISI   Emerging Markets;

დოუ ჯონსის საინფორმაციო სისტემა -  ფაქტივა 

,,ჯორჯიან ბიზნეს კონსალტინგის’’ აუდიტორია

რეკლამა GBC - ში

ინფორმაციის გამოწერა

 

გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები