ავსტრალიის საფონდო ბირჟა
(Australian Stock Exchange, ASX)
– ავსტრალიის წამყვანი ბირჟა, რომელიც ახორციელებს აქციებით, ოპციებით, ვარანტითა და ფიუჩერსებით ვაჭრობს. იგი 1987 წელს ავსტრალიის 7 ქალაქის – სიდნეის, ხობარტეს, მელბურგის, ბრისბენის, ადელაიდესა და პერტეს საფონდო ბირჟების გაუქმების შემდეგ დაარსდა. სათაო ოფისი სიდნეიში მდებარეობს. 1988 წლიდან სააქციო კომპანიაა. 2006 წლის მარტიდან სიდნეის ფიუჩერსული ბირჟასთან (Sydney Futures Exchange) გაერთიანდა, რაც მას საშუალებას მისცემს მსოფლიოს უდიდესი სავაჭრო ბირჟის ათეულში შევიდეს.
ვაჭრობის მოცულობა: $672,389 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 1795 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $804,014 მლრდ (2005 წელი)
მოგება: $165,469 მლნ (2004-2005 წლები)
ძირითადი ინდექსი: XAO (S&P/ASX ALL Ordinaries) – ასახავს 500 უდიდესი კომპანიის აქციების მდგომარეობას ბირჟაზე, გამოითვლება რეიტინგულ სააგენტო შ&P-თან ერთად.
კონტაქტები: Exchange Cenrte, 20 Bridge Strees, Sydney, NSW 2000, Australia
ტელეფონები: +61 (29) 227 0400, ფაქსი: + 61 (29) 227 0280
www.asx.com.au / e-mail: corporate.relaitions@asx.com.au
ახალი ზელანდიის ბირჟა
(New Zealand Exchange Ltd., NZX)
– დაარსდა 1974 წელს რამდენიმე რეგიონალური ბირჟის გაერთიანების შედეგად, რომლებიც დასაბამს XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, “ოქროს ციებცხელების პერიოდიდან” იღებდნენ. ბირჟის სათაო ოფისი განთავსებულია ველინგტონში. 1991 წლიდან ბირჟაზე ვაჭრობები მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხორციელდება. 2003 წლიდან დაიწყო საკუთარი ფასიანი ქაღალდების გამოშვება. მათი მფლობელები უმეტესად არიან ზელანდიური კომპანიები და კერძო პირები.
ვაჭრობების მოცულობა: $20,89 მლნ (2005 წელი).
ლისტინგი: 247 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $40,59 მლრდ.
მოგება: $4,9 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: NZX 50 – ასახავს ბირჟაზე განთავსებული 50 მსხვილი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
1987 წლის 20 ოქტომბერს, Wall Street-ზე მომხდარი “შავი ორშაბათის” მსგავსად NZX-ზე აქციების ფასი 50%-ით დაეცა.
მისამართი: NZX Centre, Level 2, 11 Cable Street, PO Box 2959, Wellington, New Zealand. ტელ: +64 (4) 472 7599 ფაქსი: +64 (4) 496 2893
www.nzx.com, / e-mail: info@nzx.com