USD 3.0967
EUR 3.4931
GBP 4.1233
RUB 4.1048
UAH 1.1428
AZN 1.8201
AMD 6.3875
| USD | 3.1471 |
| EUR | 3.8316 |
| GBP | 4.4494 |
| TRY | 0.3657 |
საქართველო
სახელმწიფო წყობა: საპრეზიდენტო - საპარლამენტო დემოკრატია.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი, რომელიც 5 წლის ვადით ირჩევა.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება: პარლამენტი - 4 წლის ვადით არჩეული 150 წევრი; მთავრობა - პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, სახელმწიფო მინისტრები;
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დაყოფა: 9 რეგიონი (გურია, იმერეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი), 9 შესაბამისი ადმინისტრაციული ცენტრი ( ქალაქი) და 2 ავტონომიური რესპუბლიკა (აფხაზეთი, აჭარა)
მოსახლეობა: 4.4 მილიონი (2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
სახელმწიფო რელიგია: ქრისტიანობა-მართლმადიდებლობა
დედაქალაქი: თბილისი, 1.1 მილიონი (2009 წლის 1 იანვრის მდგომარეობით)
ფართობი: 69,700 კვადრატული კმ, ესაზღვრება თურქეთს, სომხეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს.
ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ქვანახშირი, ტორფი, მანგანუმი, ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთიის მადანი, თიხა, მინერალური და მტკნარი წყლები.
ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელები
მთლიანი შიდა პროდუქტი
|
|
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
2009 |
2009 |
2009 |
2009* |
|
მშპ მიმდინარე ფასებში, მლნ. ლარი |
9824.3 |
11620.9 |
13789.9 |
16993.8 |
19074.9 |
3889.5 |
4246.9 |
4577.7 |
5234.5 |
17948.6 |
|
მშპ მუდმივ 2003 წლის ფასებში, მლნ. ლარი |
9065.9 |
9935.6 |
10868.0 |
12208.8 |
12491.4 |
2634.5 |
2923.7 |
3114.1 |
3337.8 |
11999.5 |
|
მშპ-ის რეალური ზრდა, პროცენტი |
105.9 |
109.6 |
109.4 |
112.3 |
102.3 |
94.9 |
89.9 |
98.8 |
100.4 |
96.1 |
|
მშპ დეფლატორი, პროცენტი |
108.4 |
107.9 |
108.5 |
109.7 |
109.7 |
97.6 |
95.5 |
97.6 |
100.6 |
98.0 |
|
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), ლარი |
2276.7 |
2689.1 |
3133.1 |
3866.9 |
4352.9 |
886.9 |
968.4 |
1043.8 |
1193.6 |
4092.8 |
|
მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში), აშშ დოლარი |
1187.6 |
1483.5 |
1763.5 |
2314.6 |
2921.1 |
530.6 |
584.8 |
623.0 |
711.0 |
2450.1 |
|
მშპ მიმდინარე ფასებში, მლნ. აშშ დოლარი |
5124.7 |
6411.0 |
7761.7 |
10171.9 |
12800.5 |
2327.0 |
2564.7 |
2732.2 |
3117.9 |
10744.7 |
|
* დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2010 წლის ნოემბრის ბოლოს |
||||||||||
მთლიანი ეროვნული შემოსავალი
|
|
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
I 09* |
II 09* |
III 09* |
IV 09* |
2009 |
|
მთლიანი ეროვნული შემოსავალი (მეშ), მლნ.ლარი |
10004,9 |
11791,7 |
14102,5 |
17060,5 |
18818,0 |
3873,6 |
4240,9 |
4531,2 |
5037.0 |
17682.8 |
|
მეშ ერთ სულზე, ლარი |
2318.5 |
2728.6 |
3204.2 |
3882.1 |
4294.3 |
883.3 |
967.1 |
1033.3 |
1148.6 |
4032.2 |
|
მეშ, მლნ. აშშ დოლარი |
5218.9 |
6505.2 |
7937.6 |
10211.8 |
12628.2 |
2317.5 |
2561.1 |
2704.4 |
3000.2 |
10585.6 |
|
მეშ ერთ სულზე, აშშდოლარი |
1209.4 |
1505.3 |
1803.5 |
2323.7 |
2881.8 |
528.5 |
584.0 |
616.7 |
684.1 |
2413.8 |
* დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2010 წლის ნოემბრის ბოლოს
მონეტარული სტატისტიკა|
|
2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 |
| ფულის მასა (M3) | 847.2 | 1 071.0 | 1 392.8 | 2149.3 | 1 862.5 | 1 650.5 |
| შიდა კრედიტები | 1 836.8 | 2 488.9 | 3 267.4 | 5 315.0 | 6 245.2 | 5 964.8 |
| დეპოზიტები, სულ | 905.6 | 1 188.6 | 1 862.5 | 2 875.4 | 3 222.6 | 2 757.0 |
| გაცვლითი კურსები | ||||||
| აშშ დოლარი/ლარი (პერიოდის საშუალო) | 1.9170 | 1.8127 | 1.7767 | 1.6707 | 1.4902 | 1.6715 |
| ევრო/ლარი (პერიოდის საშუალო) | 2.3813 | 2.2600 | 2.2290 | 2.2859 | 2.1886 | 2.1871 |
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
|
წელი |
მლნ. აშშ დოლარი |
|
2004 |
499.1 |
|
2005 |
449.8 |
|
2006 |
1 190.4 |
|
2007 |
2 014.8 |
|
2008 |
1 564.0 |
|
2009 (წინასწარი) |
759.1 |
საგარეო ვაჭრობა (მილიონი აშშ დოლარი)
|
|
2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 იანვარი–თებერვალი |
| საგარეო სავაჭრო ბრუნვა | 3355.4 | 4613.9 | 6447.3 | 7800.6 | 5513.0 | 815.3 |
| საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი (FOB) | 865.5 | 936.2 | 1232.4 | 1496.1 | 1134.9 | 216.4 |
| საქონლის რეგისტრირებული იმპორტი (CIF) | 2490.0 | 3677.7 | 5214.9 | 6304.6 | 4378.1 | 598.9 |
| საგარეო ვაჭრობის სალდო | -1624.5 | -2741.5 | -3982.5 | -4808.5 | -3243.2 | -382.5 |
წყარო: "საქსტატი"
გეოგრაფია
ქვეყანა მდებარეობს კავკასიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში და 69,700 კვადრატული კილომეტრი უკავია. საქართველოს ჩრდილოეთით რუსეთი ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - სომხეთი, სამხრეთ-დასავლეთით - თურქეთი, დასავლეთით - შავი ზღვა.
საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვანი რელიეფით: ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთები მდებარეობს, სამხრეთით კი მცირე კავკასიონის მთები. შავი ზღვის სანაპიროდან ალაზნის ველამდე, მთათა სისტემებს შორის, გადაშლილია დაბლობები. რიკოთის მთათა სისტემა ქვეყანას ორ კლიმატურად განსხვავებულ ნაწილად - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოდ - ჰყოფს.
უმაღლესი მწვერვალია შხარა (5198 მ), ყველაზე დაბალი ადგილი (-1.5მ) კი - კოლხეთის დაბლობზე მდებარე პალიასტომის ტბის მიდამოები. ტყეებს ქვეყნის ტერიტორიის 38% უკავია და მათი მთლიანი ფართობი 2.7 მილიონ ჰექტარს შეადგენს.
კლიმატი
საქართველოს ტერიტორიაზე შეხვდებით მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა კლიმატურ ზონას, დაწყებული ნოტიო სუბტროპიკული ჰავით, დამთავრებული მუდმივი თოვლითა და ყინულით დაფარული მწვერვალებით.
ისტორია
დასავლეთ ევრაზიაში არსებული უძველესი ადამიანის ნაშთები (დაახლოებით 1.8 მილიონი წლის), რომელიც ბოლო დროს საქართველოში აღმოაჩინეს, ამყარებს მეცნიერთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე კაცობრიობის დასაბამიდანვე დასახლდნენ.
ქართველები წერილობით წყაროებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში ჩნდებიან. არქეოლოგიური აღმოჩენები და უძველესი წყაროები ასახავენ უძველეს ქართულ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ წყობას, გასაოცარ კულტურულ მემკვიდრეობას, მაღალ დონეზე განვითარებულ მეტალურგიას და ოქრომჭედლობას, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნით და უფრო ადრეული ხანით თარიღდება.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში დაარსდა საქართველოს გაერთიანებული სამეფო. - ერთი მეფის მმართველობის ქვეშ მყოფი განვითარებული სახელმწიფო წყობისა და არისტოკრატიის იერარქიის ადრეული მაგალითი.
ქრისტიანობა საქართველოში ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეშივე შემოიტანეს პირველმა მისიონერებმა, ხოლო 337 წელს იგი უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
ადრეულ და შუა საუკუნეებში ქრისტიანობის განვითარებამ, კავშირმა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, დაპირისპირებებმა ისლამურ სამყაროსთან დასრულებული სახე მიიღო ჩვენი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნეში, როდესაც ერთიანი ქართული სახელმწიფო ჩამოყალიბდა.
ოქროს ხანად კი საქართველოს ისტორიაში მე-12-13 საუკუნეები ითვლება. ეს იყო ადრეული ქართული რენესანსი, რომელიც მის ევროპულ ანალოგს რამდენიმე ასეული წლით უსწრებდა. ეს პერიოდი ხასიათდებოდა დიდებული საერო ხელოვნებითა და კულტურით, რომანტიკულ-რაინდული ტრადიციებით, ფილოსოფიის მიღწევებით, პოლიტიკური სიახლეებით საზოგადოებასა და სახელმწიფო წყობაში, რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობით, სიკვდილით დასჯის გაუქმებით და პირველი პარლამენტის ჩამოყალიბებით. ოქროს ხანის მემკვიდრეობაა უდიდესი მონასტრები, შესანიშნავი რომანტიკული პოეზია და ლიტერატურა, მათ შორის, განსაკუთრებული მხატვრული და ფილოსოფიური ღირსებების მქონე ეპიკური პოემა "ვეფხისტყაოსანი".
ოქროს ხანა დასრულდა ჩვენი წელთაღრიცხვით მე-13 საუკუნეში, მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობის შედეგად. ამის შემდეგ საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოს დაღმასვლის ხანა დაუდგა.
მე-19 საუკუნეში საქართველო სამხრეთ მეტოქეებმა განადგურების პირამდე მიიყვანეს. შედეგად ქვეყანა რუსეთის იმპერიის მიერ იქნა ანექსირებული. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა მოდერნისტული ნაციონალისტური ელიტა, რომლის წევრებსაც ერთ დროს თავიანთი დიდებული სახელმწიფოს აღდგენის ოცნება აერთიანებდათ. ეს ოცნება ახდა 1918 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა.
თუმცა 1921 წელს საქართველო ოკუპირებულ იქნა ბოლშევიკური რუსეთის მიერ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის პირველი წლები პოლიტიკური არასტაბილურობითა და სამოქალაქო კონფლიქტებით ხასიათდებოდა. რეფორმების პირველი ტალღა, რომელიც 1995 წელს დაიწყო, ნაწილობრივ წარმატებული იყო. პოლიტიკურმა კორუფციამ ეკონომიკური დაღმავლობა და ინსტიტუციური ეფექტურობა გამოიწვია, რომელსაც შედეგად მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
2003 წლის ნოემბერში, ვარდების რევოლუციამ - მასობრივი მშვიდობიანი საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის კამპანიამ - აიძულა მთავრობა, რომელმაც არჩევნების გაყალბება სცდა, გადამდგარიყო. სისტემური რეფორმების ახალი ტალღა ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ დაიწყო.


















Facebook
Twitter
Rss