„ინვესტიციების მოცულობით ლიდერი ქვეყნების ხუთეულში შედიან: დიდი ბრიტანეთი – $1,9 მლრდ, თურქეთი – $1,3 მლრდ, კვიპროსი – $792 მლნ, რუსეთი – $617 მლნ და ირანი – $396 მლნ“, – აღნიშნა ნასიროვმა.
1711696982
2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.
1711696318
საგარეო ვალის 35,8% ($8,66) სამთავრობო სექტორზე მოდის. მათ შორის მოკლევადიანი ვალდებულებების მოცულობა მეოთხე კვარტალის ბოლოსთვის $116,3 მლნ–ს შეადგენდა, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებების მოცულობა $8,54 მლრდ იყო.საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის 30% ბანკებზე მოდის ($7,26 მლრდ). აქედან თითქმის ნახევარი – $3,27 მლრდ მოკლევადიანი ვალდებულებაა, ხოლო $3,99 – გრძელვადიანიქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მხოლოდ 3,6% მოდის საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც ფულად გამოსახულებაში $874,1 მლნ–ს შეადგენს. ამ ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გრძელვადიანია.სხვა სექტორების საგარეო ვალი $4,64 მლრდ–ს უდრის, საიდანაც $1,6 მლრდ მოკლევადიანი, ხოლო $3,95 მლრდ – გრძელვადიანი.
1711695597
ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა ვარშავასა და ტიხიში. შედეგად, ძალოვნებმა 48,5 ათასი ევრო, 36 ათასი აშშ დოლარი და ინფორმაციის ციფრული მატარებლები, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს. დაიკითხნენ საქმის ფიგურანტები.„დოკუმენტურად დაფიქსირდა საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო პრორუსული ინიციატივების ორგანიზებაზე და ევროპის კავშირის ქვეყნებში მედიაკამპანიის წარმოებაზე. ქსელის მიზანი იყო კრემლის საგარეოპოლიტიკური ამოცანების რეალიზაცია“, – განაცხადა სპეცსამსახურების მინისტრის პრეს–სპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ.მისივე თქმით, რუსეთი თავისი ჯაშუშების მეშვეობით ცდილობს პოლონეთის პოზიციის დასუსტებას საერთაშორისო არენაზე, უკრაინის დისკრედიტაციას და ევროპის კავშირის სტრუქტურებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ამ მიზნების მისაღწევად შექმნეს საიტი Voice of Europe. პორტალზე ქვეყნდებოდა სტატიები მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, თქვა დობჟინსკიმ და დასძინა, რომ სპეცსამსახურებმა ქსელის დაფინანსების სქემაც გაშიფრეს.
1711692798
ქართულმა მხარემ ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები, მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებსაც.ნათია თურნავამ ნიდერლანდურ მხარეს თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური მხარე სებს არაერთი მიმართულებით ეხმარება, მათ შორის ფინანსური განათლების მიმართულებით."ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისთვის საერთო საზრუნავია. ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია", - აღნიშნა ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
1711636161
შემოსავლების სამსახურმა საცალო და კერძო სექტორს, მ.შ. საბანკოს უკვე შეახსენა დეკლარაციების წარდგენის სავადო თარიღი - 1 აპრილი*.წელს ბანკები 2023 წლის მოგებიდან (წმინდა მოგება: ₾2.7 მლრდ; დაუბეგრავი ₾3.2 მლრდ) გადასახადს უკვე 20%-მდე გაზრდილი განაკვეთით ისტუმრებენ, მანამდე არსებული 15%-ის ნაცვლად. ე.ი. უფრო მეტს. ამას ემატება IFRS-ის ეფექტიც, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემის, რომელზეც სექტორი H1/2023-იდან გადავიდა.
1711634753
სელფისა და ალდაგს შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პა...
1711105201
საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
1710765780
სებ-მა კიდევ 2 კრიპტო პლატფორმა დაარეგისტრირა
1711128000
BOGG-ის მენეჯმენტმა აქციები გაანაღდა
1711110480
წარმატებული ემისიისთვის GSE ემზადება
1710941928