GE EN
სხვა სიახლეები
პრეზიდენტმა სების წევრობის კანდიდატების შესარჩევად კომისია შეკრიბა

პირველი სამუშაო შეხვედრა ოთხშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.წევრები კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდნენ.სებ-ის საბჭოში 4 წევრის თანამდებობაა ვაკანტური. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადია შესული .კომისიის მორიგი სხდომა 12 აპრილს გაიმართება. შერჩეულ კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარედგინება.* განკარგულება 

1712770500

BOGG-მ ირლანდიის ბირჟაზე $300 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა

ტრანზაქციის განთავსების აგენტები და მენეჯერები ისეთი დიდი საინვესტიციო კომპანიები არიან როგორებიცაა: Citigroup; J.P. Morgan; BCP Securities.  ტრანზაქციის თანა-მენეჯერი გალტ & თაგარტია.ფასიანი ქაღალდები  ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება  და მისი რეიტინგი B- (Fitch) და B2 (Moody’s) იქნება.ტრანზაქცია 16 აპრილს უნდა დაიხუროს, გამოშვების ფასი კი 100%-ია.4Q23-ის მდგომარეობით, ბანკის Tier 1-ის საზედამხედველო კაპიტალი ₾4.6 მლრდ-ია, ძირითადი პირველადი კაპიტალი კი ₾4.2 მლრდ, ხოლო მარეგულირებლის პირველადი კაპიტალის მოთხოვნა ₾3.85 მლრდ, ხოლო ძირითადი პირველადი კაპიტალის ₾3.3 მლრდ-ია.შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას BOGG-ისა და საქართველოს ბანკის მიერ ამერიაბანკის შეძენა სომხურმა მარეგულირებელმაც დაადასტურა და შედეგად, BOGG ამერიას 60%-ს (70,279 აქცია), ხოლო საქართველოს ბანკი 30%-ს (35,140 აქცია) შეიძენენ. აქციების 100% ჯამური ტრანზაქციის ღირებულება $303.6 მლნ-ია, საიდანაც $252 მლნ ტრანზაქციის დასრულებისთანავეა გადასახდელი, ხოლო $21 მლნ 6 თვის შემდეგ. დარჩენილ 10%-ს EBRD ინარჩუნებს, გამოსყიდვის პირობით. 

1712760780

ქართველებისთვის საშოპინგოდ თურქეთი ყველაზე ხელსაყრელია

ტრანზაქციების მოცულობის 90% და რაოდენობის 98%, უნაღდო ანგარიშსწორებაზე მოდის.  9 მლნ-დან, 8.8 მილიონი საგადახდო ოპერაცია შესრულებულია პოს-ტერმინალებით და ინტერნეტით.იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოს-ტერმინალებით ყველაზე მეტი გადახდები მოდის თურქეთი/იტალია/საფრანგეთზე.TOP 10 -ში რჩება ისრაელი, 5 მილიონამდე ქეისით. ქვეყნიდან, სადაც მწვავე პოლიტიკური კრიზისია, არც ფულადი გზავნილები შეწყვეტილა. ჯერ კიდევ განაგრძობს პალესტინაში სამხედრო ოპერაციებს.ისრაელიდან იანვარში $18 მლნ-მდე გადმოირიცხა, თებერვალში კი ტრანსფერებმა $20 მლნ-ს გადააჭარბა.ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადახდები, პოს-ტერმინალებით (გამოსახული მლნ ლარში)

1712760060

გლობალურ ბაზარზე ნედლეული, საშუალოდ, თითქმის 10%-ით გაძვირდა

კვლევის თანახმად, კვარტალურად დაფიქსირებული ზრდის შემდეგ, ეტალონური მარკების ნავთობის ფასის $100-მდე ზრდა კვლავ რეალური გახდა. JP Morgan-ის სცენარის მიხედვით, ნავთობს შეუძლია სამნიშნა ფასებს სექტემბრამდე მიაღწიოს, თუმცა რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რამაც შესაძლოა ეს ზრდა შეანელოს. კერძოდ, OPEC+–ის გადაწყვეტილებები, აშშ-ის წარმოების დინამიკა და მისი სტრატეგიული რეზერვები.ამასთან, გლობალურ ბაზრებზე ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 14.7%-ით გაიზარდა (+0.1% 1კვ24-ში). ნედლეული ახალ მომხმარებელ სექტორს იძენს ხელოვნური ინტელექტის (AI) სახით. დატა ცენტრებისგან მზარდია ბუნებრივი აირის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგიის მოთხოვნა, რათა შეძლონ „AI რევოლუციისთვის“ საჭირო ენერგორესურსების მოძიება.გალტ & თაგარტის კვლევის თანახმად, ოქროს ფასი თვიურად 9.1%-ით გაიზარდა (+8.1% 1კვ24-ში). გასული კვარტლის განმავლობაში ძვირფასმა მეტალმა არაერთხელ მიაღწია რეკორდულ ნიშნულს. ზრდის განმაპირობებელი ფაქტორები იგივეა (ჩინური მოთხოვნა, ცენტრალური ბანკები და გეოპოლიტიკური რისკების ჰეჯირება), რაც ჩვენს წინა გამოცემებში განვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ოქროს ფასის ზრდის პარალელურად ოქროს ETF-ებში ინვესტიციები მცირდება.გალტ&თაგარტის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 11.6%-ით გაიზარდა (+33.3% 1კვ24-ში). მიუხედავად ზრდისა, ინდუსტრიას რამოდენიმე გამოწვევის გადალახვა მოუწევს ახლო და საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, მსხვილ ეკონომიკებში პოტენციური გაჯანსაღების და მიწოდების ჯაჭვის შესაძლო გამოსწორების (წითელი ზღვის ჩათვლით) გზით, შესაძლოა სასუქების მოთხოვნის მეტად გამოკეთება 2024 წლის მეორე ნახევრისათვის.ხორბლის ფასს რაც შეეხება, თვიურად 8 %-ით შემცირდა (-25.6% 1კვ24-ში). გასულ კვარტალში ევროკავშირში ფერმერების პროტესტი მნიშვნელოვანი თემა იყო მარცვლეულის ინდუსტრიისათვის. ფერმერები მოითხოვენ გაუქმდეს უკრაინისათვის მინიჭებული სავაჭრო შეღავათები, რაც ქვეყანას ევროკავშირის ბაზართან თითქმის შეუზღუდავ წვდომას აძლევს. ახლანდელი ზომები 5 ივნისს იწურება, სამომავლო გეგმები კი უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.სპილენძის ფასი თვიურად 4.3%-ით გაიზარდა (+3.6% 1კვ24-ში). მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკის ნელი ზრდისა, ინვესტორები ბაზარზე დეფიციტს ელიან, რაც ცენტრალური ბანკების შემცირებული განაკვეთებითა და შემცირებული გადამუშავებით იქნება გამოწვეული.ფეროსილიკონი - ევროპული ფეროსილიკონის ფასი თვიურად 0.1%-ით (+9.2% 1კვ24-ში), ჩინურის კი 4.7%-ით შემცირდა (-8.2% 1კვ24-ში). მოლოდინი, ამ ეტაპზე, დამაიმედებლად არ გამოიყურება, შედარებით სუსტი აზიური მოთხოვნის ხარჯზე.

1712753269

დიღმის ჭალების კეთილმოწყობის სტრატეგიის რეკომენდაციების საჯარო განხილვ...

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს შეხვედრა იქნება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მოვლენა დიღმის ჭალების საქმეში, რომელიც 11 აპრილს, 9:30-დან 13:00 საათამდე, თბილისში, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში  გაიმართება.ღონისძიებას წარუძღვებიან საერთაშორისო კომპანია SMEC-ის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები. შეხვედრის დამსწრეთა  შორის იქნებიან  თბილისის მერიისა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დონორი ორგანიზაციები, სხვადასხვა დარგის პროფესიონალთა წრე,  სამოქალაქო საზოგადოება და დაინტერესებული მოქალაქეები.დიღმის ჭალები თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სარეკრეაციო ზონა და ერთადერთი შემორჩენილი ჭალის ტყეა, რომელიც 2020 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა უკანონო კარიერულმა და სამეწარმეო საქმიანობამ და სამშენებლო ნარჩენების ინტენსიურმა განთავსებამ საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდო. დიღმის ჭალების ინიციატივა ადგილობრივი თემია, რომელიც უკვე 4 წელია იბრძვის დიღმის ჭალის ტყის გადასარჩენად და აღსადგენად. ინიციატივის ძალისხმევით გაჩერდა უკანონო საქმიანობები დიღმის ჭალებში და მოხდა აზიის განვითარების ბანკის დაინტერესება და დონორად ჩართვა დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგიის მომზადებაში. დიღმის ჭალების რეაბილიტაციის სტრატეგია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით და თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, 2023 წლის ივნისიდან მუშავდება საერთაშორისო კომპანია SMEC-ის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ. სტრატეგიის საბოლოო დოკუმენტი 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდება

1712751187

არასამთავრობოები ხელისუფლებას სანქცირებულ მოსამართლეებთან მიმართებით პ...

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობოები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც სრულად გთავაზობთ:„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება.  უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს  და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში.„ქართული ოცნების“ მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანამდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს .ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული პირების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:არასამთავრობო ორგანიზაცია წითელი ხიდიილიას სამართლის სახლი (ილიასი)საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch)საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოდემოკრატიის მცველებიევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)სამოქალაქო საზოგადოების ფონდიმომხმარებელთა უფლებების ცენტრი (CRC)არასამთავრობო ორგანიზაცია  ფენიქსი 2009საფარიმოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (sovlab)საორსასამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)შავი ზღვის ეკო აკადემია (BSEA)ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლისაქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)პროფესიო - პიროვნული და პორფესიული განვითარების ცენტრისაზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა”კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wiseდამოუკიდებელი იურისტების ჯგუფიშშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალისოციალური სამართლიანობის ცენტრიწამების მასხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთასი (GCRT-ქუთაისი)

1712749821