GE EN
სხვა სიახლეები
იტალიური დიზაინის დღე 2024 თბილისშიც აღინიშნება

საქართველოში იტალიის საელჩოს ცნობით, ღონისძიებას გახსნიან იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ'ანტუონო და თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის ხელმძღვანელი და არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული იტალიური ჟურნალი “Domus”-ის ქართულენოვანი გამოცემის რედაქტორი ლენა კილაძე.წარმოდგენილი იქნება ორი ციფრული გამოფენა: "Domus Georgia"-ს მიერ მომზადებული ექსპოზიცია “Crafting Sustainable Future-Italian Design from Tradition to Innovation” და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ხელშეწყობით შექმნილი საექსპოზიციო პროექტი "100 იტალიური ლარნაკი", რომელიც გასული საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შექმნილი იტალიური ლარნაკების საილუსტრაციო რეპროდუქციებს მოიცავს.თბილისის არქიტექტურული კვირეულის (TAW) დამფუძნებლის, მარიამ ბოჭორიშვილის პრეზენტაციის "Italian Experience through TAW" შემდეგ გაიმართება ფუქსასის არქიტექტურული ბიუროს წამყვანი არქიტექტორის, ჯოვანი პოდესტას ლექცია "ურბანული (რე)გენერაცია: ფუქსასის პროექტები".ღონისძიება გაგრძელდება მარანგონის ინსტიტუტის პროფ. კარლოს როდრიგესის პრეზენტაციით "The Animism and Transhumanism Dichotomy" და დასრულდება ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით. გამარჯვებულ ახალგაზრდა ნიჭიერ დიზაინერებს შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მოდისა და დიზაინის კურსებზე მარანგონის ინსტიტუტში, რომელიც ამ დარგებში ერთ-ერთი საუკეთესო იტალიური უმაღლესი სასწავლებელია.ღონისძიების, რომლის მიზანია ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის წარმოჩინება და მისი თავისებურებების შესახებ ცნობადობის ამაღლება, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების თვალსაჩინო ფიგურები, სამეცნიერო, აკადემიური და სამეწარმეო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

1710840856

საწვავით მოვაჭრე „რეპსოლი", „პორტალი" და „ექსა" ერთიანდებიან – კონკურე...

მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, ეროვნულ დონეზე საცალო ბაზრის მოცულობამ 2023 წელს შეადგინა 1 397 855 ათასი ლიტრი, საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა - 383, საცალო ბაზარზე მოქმედი ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა - 1 211. ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი HHI=1 132, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსია HHI=1 163, ინდექსის ცვლილება ΔHHI=31.2023 წელს, შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი (HHI ინდექსი) შეადგენდა 1 167 ერთეულს. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ, სამიზნე და მათთან დაკავშირებული კომპანიების მიერ 2023 წელს იმპორტირებული საწვავის რაოდენობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კონცენტრაციის ინდექსის ზრდა 18 ერთეულით - 1 185 ერთეულამდე. შესაბამისად, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს.ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარის / მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.2024 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

1710839137

ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყე...

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სამუშაოები უკვე ივნისში დაიწყება.„დაახლოებით 2 წელი დასჭირდება პირველ, ძირითად  ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, რომ პირველი ფაზა 2 წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა", -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი ორშაბათს, 18 მარტს გამოაცხადა.

1710838659

თიბისი კაპიტალი: დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრ...

ამასთან, მისივე აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განვითარებადი ქვეყნები ასევე დამოკიდებულნი არიან ძირითადად აშშ-სა და ასევე ნაწილობრივ ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე.„ამ მხრივ,  შერბილება ჯერ მხოლოდ პერსპექტივაა. მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი დამატებით კიდევ შემცირდება, თუმცა უკვე მხოლოდ ზომიერად. საბაზო სცენარით, წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-იანი ან მცირედით უფრო დაბალი ნიშნული მოიაზრება.ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ თებერვლის წმინდა სავალუტო შემოდინებები გაუმჯობესებას აჩვენებს. საკმაოდ ძლიერი იყო ექსპორტის მაჩვენებელი. საგარეო ვაჭრობის დეტალური ჩაშლა მოგვიანებით გამოქვეყნდება. ამასთან, ჯერ კიდევ დაახლოებით 26 თებერვლიდან დღევანდლამდე მოყოლებული, ლართან შედარებით ვალუტის დეპოზიტების უფრო მეტი ზრდა აღინიშნება, რაც ხშირად ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით მოქმედებს. თუმცა, ეს ფაქტორი დროებითია და ხშირად საპირისპირო მიმართულებით იცვლება. მიუხედავად ამისა, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ მართალია მცირედით, მაგრამ საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით ლარი უფრო მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამას ე.წ. გრძელვადიანი ტენდენცია განაპირობებს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1710836150

ხიდაშელის კავშირები, ევტუშენკოვის გავლით, ბაიდენის ოჯახამდე მიდის

პრემიერის თქმით, ხიდაშელთან იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან.„მე როგორც ვიცი, დავით ხიდაშელთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში ძალიან მკაფიოდ ეწერა, რომ არავითარ ინფორმაციაზე, მით უმეტეს, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონია დავით ხიდაშელს. რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ვართ პასუხისმგებლები საკუთარ გადაწყვეტილებებზე. საბოლოო ჯამში, გვქონდა მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. იყო გარკვეული შრომითი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა თებერვლიდან. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ადამიანი დაახლოებულია ევტუშენკოვთან, რომელიც არის ბაიდენის ოჯახთან დაახლოებული პირი და არა მგონია, აქ რაღაც სპეკულაციის საფუძველი იყოს. ამერიკამ არ დაასანქცირა იმის გამო, რომ არის მჭიდრო კავშირში ამერიკულ პოლიტიკურ ელიტასთან, მათ შორის, ბაიდენის ოჯახთან. შესაბამისად, აქ სპეკულაციები, მემგონი, ზედმეტია“, - განაცხადა პრემიერმა.

1710835838

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის კომპანიები გადასახადებისგან 3 წლით გათავ...

პრემიერის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ.„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.დღეისათვის საქართველოში საგადასახადო შეღავათებით ვირტუალური ზონის პირის და საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მატარებელი კომპანიები სარგებლობენ, თუმცა მათი დაბეგვრა ნულოვანი არ არის.

1710835323