GE EN
სხვა სიახლეები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პლენარულ ს...

პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ე.წ. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, როგორც ოპოზიციას, ისე დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საფუძვლიანი არგუმენტები არ გააჩნია, თუ რატომ არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ეს კანონპროექტი. მისივე თქმით, ოპონენტები „დოგმატურად“ უდგებიან საკითხს.„მგონი საზოგადოება გუშინ დარწმუნდა იმაში, რომ არის მცდელობა ყვირილით გადაფარონ მსჯელობა. ჩვენ ახლა, ფაქტობრივად, მოწმეები ვართ დეზინფორმაციული შტურმისა ქართულ საზოგადოებაზე, სადაც კვლავ ცდილობენ სლოგანებით, ლოზუნგებით და დოგმებით ჩაახშონ საღი აზრი. ამ პროცესს თავისი აღწერაც აქვს, ამას ჰქვია დოგმატიზმი, სადაც ნაცვლად არგუმენტების წარმოდგენისა, მოსაზრება მიეყიდება საზოგადოებას როგორც არგუმენტი. ყველაფერი ეს არის დოგმით მსჯელობა და როდესაც აღარ შემოდიან არგუმენტში. გუშინ 9 საათის განმავლობაში ბატონი მამუკა მდინარაძე სვამდა მთავარ კითხვას. იმისთვის, რომ გამოავლინო დოგმატური არგუმენტები და დოგმატიზმი არსებობს ერთი მარტივი ხერხი, ეს არის ერთი მარტივი კითხვა - რატომ? როდესაც ამ რატომზე არ არის არგუმენტირებული პასუხი, ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს დოგმასთან, რწმენასთან, რომელიც უნდათ წარმოადგინონ როგორც არგუმენტი. გუშინ ისმოდა კითხვა რატომ? მაგრამ პასუხი ამაზე ვერ გასცეს. ერთადერთი, რაც ადასტურებს, რომ დოგმასთან გვაქვს საქმე, პასუხი იყო, იმიტომ, რომ უცხოეთში ვიღაცას არ მოსწონს. ხომ ეს იყო ერთადერთი პასუხი? კი, მაგრამ ბრიუსელი ხომ გეუბნება არას? ვაშინგტონი ხომ გეუბნება არას? ქვეყანას სხვადასხვა ეტაპი აქვს გამოვლილი თავის ცხოვრებაში და ამ ხალხსაც გამოვლილი აქვს. ჩვენ ბოლო 30 წელია ერთი რამე ვიცით, მთავარია რას ამბობს ქართველი ხალხი და არა რას გვეუბნება ესა თუ ის ადამიანი. როდესაც ვსაუბრობთ უცხოელ აქტორებზე, იქაც დოგმატური არგუმენტი გვაქვს, როდესაც ვეკითხებით რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, გვეუბნებიან, რომ იმიტომ, რომ თქვენგან საზოგადოების რაღაც ნაწილს არ უნდა. რატომ არ უნდა? იმიტომ, რომ არ უნდა. ვეუბნებით საზოგადოების ამ ნაწილს რატომ არ გინდათ? იმიტომ, რომ უცხოელები გვეუბნებიან, არ მიიღოთო. ანუ, ასეთი ურთიერთმითითება მიდის. შეგახსენებთ, ზუსტად იგივე ხერხი იყო გამოყენებული ე.წ. ვეტინგის დროს. ვეკითხებით არასამთავრობოების ნაწილს რატომ უნდა იყოს [ვეტინგი], გვეუბნებიან, იმიტომ, რომ უცხოეთიდან გვეუბნებიან, რომ ვეტინგი ჩაატარეთო. ვეკითხებით უცხოელებს, რატომ უნდა ჩავატაროთ, გვეუბნებიან იმიტომ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენო. აი ამ რატომზე როდესაც არ არის არგუმენტი არამედ, მითითებაა რაღაც ე.წ ავტორიტეტებზე, აქ ჩანს, რომ სინამდვილეში ახლა არის მცდელობა, რომ ჩვეულებრივი დოგმატიზმით აუკრძალონ საზოგადოებას აზროვნება. მაგრამ ვხედავთ, რომ საზოგადოებამ ეს ეტაპი გამოიარა და ძალიან კარგად ხედავს, რომ მსჯელობის ალტერნატივა არ არსებობს. დოგმებით საუბარი და არგუმენტირებული განსჯის ჩახშობა, აღარ გამოუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართება.ორშაბათს პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციასთან და სპეცდანიშნულების რაზმებთან რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციელებმა აქციის 14 მონაწილე დააკავეს.

1713254805

ლაშა ხუციშვილი IMF-ის და WB-ის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს.ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.ვიზიტში მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. 

1713247250

კორეა–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მო...

გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა; ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის,“ - აღნიშნა გენადი არველაძე.ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან თავზე.

1713247080

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო...

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ხმაურის, ჩხუბის და პროტესტის ფონზე დაუჭირა მხარი.პარლამენტთან ორშაბათს საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.

1713246935

ეს კითხვაც მოხსნილია - გოცირიძეც გააძევეს

- რომან გოცირიძემ, ოხანაშვილის მიერ კომიტეტის სხდომიდან გაძევებამდე, მხოლოდ ამ ერთი კითხვის დასმა მოასწროდა  ევროოპტიმისტი, დანარჩენ "ოპტიმისტებთან " ერთად სხდომათა დარბაზის კარს მიღმა აღმოჩნდა.გოცირიძეს, დარჩენილი კითხვების რიტორიკულად დასმა და სხდომის წამყვანის უღირსი ქმედებების დაგმობა, სხვა გაძევებულებთან  (დეკანოიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მანჯგალაძე ...) მოუწია.გოცირიძე ყველა კითხვის დასმას მოასწრებდა, გრძელი შესავალი რომ არ წაემძღვარებინა. აღნიშნა, რომ "აგენტების" კანონი ცივილურ სამყაროში სამად სამ ქვეყანაში მოქმედებს, აშშ/ისრაელი/ახალ ზელანდიაში, უსაფრთხოებისთვის და არა გამჭვირვალობისთვის. ქართულ (რუსულ) კანონპროექტთან აცდენაა დროშიც და კონტექსტშიც. რომან გოცირიძემ ოხანაშვილს მიანიშნა იმ პოტენციურ რისკებზე, რაც პროექტის შესაძლო დაკანონებას მოჰყვება.  რა ეშველება საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებულ, შშმ, დევნილ თუ სხვა სოციალურ ჯგუფებს, მათ შორის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას.გოცირიძემ მოასწრო ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ანალოგიური კანონი მოქმედებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. 

1713191640

ვის ამარა დარჩება საქართველო „რუსული კანონის“ პირობებში

ხვიჩიას ამ კითხვაზე უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დარჩება „საკუთარი თავის, ქართველი ხალხის და მეგობრების იმედად, რომლებიც სწორად გაიგებენ ამ კანონპროექტის არსს“. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც სადავო კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს, ფრაქცია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ტრიბუნიდან მიმართავდა კოლეგებს, სახეში მუშტი დაარტყა. ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციონერ დეპუტატს ჯგუფურად სცემეს."ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ", – განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.ჩხუბის გამო შეწყვეტილი საკომიტეტო მოსმენა მომხდარიდან რამდენიმე წუთში განახლდა. 

1713183243