GE EN
სხვა სიახლეები
MBC ბანკთან კონკურენციისთვის მზადაა

MBC-ის დაკრედიტება წლიურად 13%-ით გაზრდილია, შემოსავლები 17%-ით.  მისომ 2024-ის I კვარტალი მილიონამდე მოგებით დაასრულა.ამ დროისთვის MBC-ი არაუზრუნველყოფილ სესხს 20 000 ლარამდე გასცემს, წლიურ 25-35%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-27%-ის ფარგლებში.მისოს სასესხო განაკვეთების შემცირებაზე აქვს გაცხადებული. ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, რაც სებ-დან ლარის რესურსს პირდაპირ მოიზიდავს, ბანკის შუამავლობის გარეშე.MBC-ის რისკების დირექტორს ნინო დევდარიანს, რომელიც ასევე მიკროსაფინანსოების ლობია (მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი) უჭირს პროგნოზირება, სესხის პროცენტი რა ნიშნულამდე დაიწევს, 20%-იან ზღვარს ჩამოსცდება თუ არა.რადგან, როგორც მან განმარტა, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან და რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, ეს ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული.ამ გაზაფხულს ნინო დევდარიანი ორ ნიუსს ელოდება. სებ-ისგან, MBC-ისთვის, მიკრობანკის ლიცენზიას და მისოებისთვის დაკრედიტების 100 000 ლარიანი ლიმიტის გაორმაგებას, ფინანსთა სამინისტროსგან, რომელსაც სებ-მა რეკომენდაცია გაუწია.

1713547467

ოქრო უქმეებიდან მოყოლებული იაფდება

წინა კვირის ბოლო სავაჭრო დღეს კი გრამი ოქროს ფასი 216 ლარს აღემატებოდა,.სებ-ის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან (2023) ოქროს 557 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანი, დანარჩენი კი 0.02 გ-იანი.აქედან ყველაზე მეტი, 117 ერთეული, შეთავაზებიდან 2 დღეში, გასული წლის 4-6 დეკემბერს გაიყიდა (წყარო: ბიზნესპარტნიორი). იქიდან მოყოლებული, 5 თვეში, ოქროს ფასი 16%-ით არის გაზრდილი. გეოპოლიტიკური რისკების და ინფლაციის ბოლოდროინდელი მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.სებ-ის განმარტებით, მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.ონლაინ, მხოლოდ 20გ-იანი ზოდის შეძენაა შესაძლებელი. 1 000 გ-იანი საკასო ცენტრში იყიდება 

1713534900

ლავროვმა „უმსუბუქესი“ უწოდა საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონს“

„საქართველოში ამ დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გარდაქმნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უმსუბუქესია. თვით აშშ–ში, საფრანგეთში და პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც კანონები ჯარიმებს სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, თუ ფული მიიღე და ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაც არა ისეთს აკეთებ“, – თქვა მან.ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი მხოლოდ დეკლარირებას ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლის 20%–ზე მეტს იღებს უცხოეთიდან.ლავროვი ჯერ კიდევ 2023 წელს აკრიტიკებდა მისთვის „კარგად ნაცნობ“ სალომე ზურაბიშვილს. „მადლობა ღმერთს, რომ იგი ქვეყნის განვითარების გზებს არ განსაზღვრავს“, – ამბობდა მაშინ ლავროვი.„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მანამდე შეფასებები და განცხადებები გააკეთეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და კრემლის იდეოლოგმა ალეკსანდრ დუგინმა.

1713529533

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს შ...

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713528339

ადგილობრივი ექსპორტი პირველ კვარტალში 9.3%-ით შემცირდა

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში.ქვემოთ მოცემულ ცხრილი ასახავს საქართველოდან 2022-2024 წლებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($132.1 მლნ-ით), თურქეთი ($82.3 მლნ-ით) და ჩინეთი ($56.5 მლნ-ით)2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი $83.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $72.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12%-ით), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს $39.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%-ით)

1713516411

პარლამენტმა ფიზიკური პირების დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ოფ...

ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1–ელ იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

1713516035