GE EN
სხვა სიახლეები
მიკროსაფინანსოების მიმართ მომხმარებლების 72 საჩივარი დაფიქსირდა

სების ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ავტოსესხზე სულ 8 პრეტენზია დაფიქსირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ამ კატეგორიის სულ 2 საჩივარი იყო. რაც შეეხება სამომხმარებლო სესხს, ამ წლის თებერვალში დაფიქსირდა სულ 1 პრეტენზია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 54. სების ინფორმაციით, სალომბარდე სესხზე 2024 წლის თებერვალში დაფიქსირდა 53 პრეტენზია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 7.მიკროსაფინანსოების მიმართ პრეტენზიებს ხასიათის მიხედვით რაც შეეხება, ადმინისტრაცია/მომსახურების მიმართულებით ამ წელს დაფიქსირდა სულ 38 პრეტენზია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 25. ჯარიმებს და ვადაგადაცილების საკომისიოებს რაც შეეხება, თებერვალში დაფიქსირდა სულ 22 პრეტენზია, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იყო - 41. ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ პრეტენზიებს რაც შეეხება, ამ წლის თებერვალში დაფიქსირდა 2 პრეტენზია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მიმართულებით პრეტენზია საერთოდ არ ყოფილა.სების ინფორმაციით, პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით ისეთი, როგორიცაა „განხილვა ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი“, 2024 წლის თებერვალში ასეთი შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა, ხოლო, რაც შეეხება განხილვას, რომელიც ფინანსური ორგანიზაციის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ - ამ წლის თებერვალში 30-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. 13 მომხმარებელს შემთხვევაში პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.2024 წლის თებერვალში - „საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა“ - სულ 29 შემთხვევა დაფიქსირდა. 

1711718629

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე სავარძლები და ტენსატორული...

ჩეხური წარმოების თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის სავარძლები აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულებზეა განთავსებული. ახალი სავარძლები დაემატა ჩამოფრენის დარბაზსაც.მგზავრთა ნაკადის და რიგების კონტროლისთვის, 300 ერთეული პოლონური წარმოების მაგნიტური ტენსაბარიერი გაფრენის დარბაზში სარეგისტრაციო დახლებთან, ასევე გაფრენის და ჩამოფრენის დარბაზებში საპასპორტო კონტროლის ჯიხურებთან დამონტაჟდა.პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185, 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა.

1711716360

ცენტრალური ბანკები განაკვეთს ამცირებენ

პირველი იყო შვეიცარია, რეფინანსირების განაკვეთის 1.5%-მდე დაწევით (25 საბაზისო პუნქტით). ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციის მოთოკვის 2.5 წლიანი კამპანია  დადებითად შეაფასა, რომლის ეფექტი თებერვლის 1.2%-იანი ინფლაცია გახდა შერბილების განმსაზღვრელი.უკვე რამდენიმე თვეა ინფლაცია 2%-ზე დაბლა ნარჩუნდება. SNB წელს ინფლაციას საშუალოდ 1.4%-ს ნიშნულზე გასვლას ელოდება, გლობალური ეკონომიკა ზომერ ზრდას შეინარჩნებს, შემდეგ კვარტალებშიც.ECB-ს პრეზიდენტს დაანონსებული აქვს შემცირება ივნისისთვის, თუ ინფლაცია და ხელფასების მონაცემები მის პროგნოზებთან შესაბამისობაში დარჩება. ამ დროისთვის საბაზისო განაკვეთის 4.5%-ია. პოლიტიკა შეარბილა უნგრეთმაც, გასულ კვირას, განაკვეთი 75 საბაზისო პუნქტით, 8,25%-მდე შეამცირა. იქაური მთავრობა ვერ თანხმდება, განაკვეთის შემცირებით  ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების წახალისება ჯობს, თუ უნგრეთის ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ ბარნაბას ვირაგმა განაცხადა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფინანსური ბაზრების სტაბილურობას, რომ ინფლაცია სამიზნე 3%-ს  მიუახლოვდეს. მისი პროგნოზით 2025-ში გაუტოლდება. მოულოდნელი იყო შრი-ლანკის ცენტრალური ბანკის წინა კვირის გადაწყვეტილება, 50 საბაზისო პუნქტით, 8.5%-მდე  განაკვეთის შემცირების, რამაც მოლოდინები გააუმჯობესა და შერბილების პერსპექტივა გააჩინა.ამასთან აღინიშნა ფრთხილად შერბილებაზე, შესაბამისად შენარჩუნდება მკაცრი პოლიტიკა, რადგან არსებული პროგნოზებით ინფლაცია 4%-დან 5%-მდე შუალედში 12-დან 18 თვემდე პერიოდში შენარჩუნდება.ჩვენ რეგიონში, სებ-ის შემდეგ, 28 მარტს განაკვეთი აზერბაიჯანმა შეამცირა, 7,75%–დან 7,5%–მდე. როგორც იცით, სებ-მა, მპკ-ს 13 მარტის  სხდომაზე, განაკვეთი, ერთბაშად, 75 საბაზისო პუნქტით, 8,25%-მდე შეამცირა. 

1711714920

კობახიძეს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების იმედი აქვს

„მე ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე აღინიშნა მაღალი ეკონომიკური ზრდით, ეს არის 9.5 % და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, მთელი რიგი ზომები იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ეკონომიკური ზრდა. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ამ კუთხით, მათ შორის, რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.„ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდის ტემპი. ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2021-ში, 2022-ში, შარშან გვქონდა 7.5 %, ახლა, თებერვალში გვაქვს 9.5%. საბოლოო ჯამში, გვაქვს იმედი, რომ წლევანდელი მაჩვენებელი იქნება შარშანდელზე უკეთესი. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ყველა მიმართულებით. ეკონომიკური ზრდა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენი თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გაძლიერდეს, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, მოსახლეობის დაახლოებით 15% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, სწორედ ეკონომიკურ ზრდაზეა დამოკიდებული ამ მაჩვენებლის განულება, რაც არის ჩვენი ეროვნული ამოცანა. ამ წლის ბოლოს, დარწმუნებული ვარ, იგივე სიღარიბის შემცირების კუთხით, გამომდინარე ეკონომიკური ზრდიდან, გვექნება ეკონომიკური წინსვლა", - განაცხადა პრემიერმა.

1711714437

ნაკრების თამაშებზე გერმანიის საგზურების ფასები ერთ ადამიანზე 5000 ლარს...

Georgian Airways გერმანიაში, „EURO-2024“-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. Georgian Airways–ის წარმომადგენელმა გვითხრეს, რომ ბილეთის ფასი ერთ ადამიანზე დაახლოებით (2 გზა) 1550 ლარი იქნება.„პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დიუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დიუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს)“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.Just.fly-ის წარმომადგენლების თქმით, ევრო–2024–ის პერიოდისთვის გერმანიაში სასტუმროებს ფასებიც გაიზარდა და ერთი ადამიანისთვის ჩაფრენა და შემდეგ უკან დაბრუნება, (თამაშის ბილეთის ღირებულების გარდა)  3990 ლარი ჯდება, რაც შეეხება „DESTINY TRAVEL“-ს, კომპანიაში აცხადებენ, რომ სამივე თამაშზე დასწრება სულ მცირე 5000 ლარი ეღირება.ტურისტული კომპანია Turebi.ge პირდაპირ ფრენებს დორტმუნდის მიმართულებით ამ დროისთვის არ ყიდის და სტამბოლის გავლით აქვს შეთავაზებები გულშემატკივრებისთვის. ამ კომპანიაში ერთ ადამიანის მგზავრობა საქართველოს ნაკრების თამაშის დღეებში (ორი გზა) 1170 ლარი ღირს.საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც თურქეთის (18 ივნისს), ჩეხეთის (22 ივნისს) და პორტუგალიის ნაკრებებს (26 ივნისს) დაუპირისპირდება.თურქეთი – საქართველო (დორტმუნდი, 18 ივნისი)ჩეხეთი – საქართველო (ჰამბურგი, 22 ივნისი)პორტუგალია – საქართველო (გელზენკირხენი, 26 ივნისი)

1711713635

Forbes: ნაპოლიმ კვარაცხელიას შესაძლოა ხელფასი გაუსამმაგოს

„La Gazzetta dello Sport–ის ცნობით, კვარაცხელიამ კონტრაქტი შესაძლოა ზაფხულში გააგრძელოს. ვინაიდან ვიქტორ ოსიმენი, დიდი ალბათობით, უახლოეს თვეებში დატოვებს კლუბს, პრეზიდენტი დე ლაურენტისმა იცის, რომ ვერ შეძლებს იგივე სატრანსფერო ფანჯარაში კიდევ ერთ ძვირფასს აქტივს დაემშვიდობოს და ამიტომ ახალ გარიგებაზე უნდა დაიწყონ მოლაპარაკებები. დღეისათვის ნაპოლში კვარაცხელიას წლიური ხელფასი $1,6 მილიონს შეადგენს და ეს შეიძლება $4,8 მილიონამდე გაიზარდოს, თუ კონტრაქტს გააგრძელებს“, – წერს Forbes.კვარაცხელიას ნაპოლისთან 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია შეთანხმების კიდევ 1–2 წლით გახანგრძლივება.ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლში 2022 წელს გადავიდა. კლუბში მან 61 მატჩი ითამაშა და ჯამში 22 გოლი გაიტანა.

1711710028