|
 |
ქართული ბიზნეს პრესა
|
 |
| |
2010.06.17 18:15ირაკლი კოვზანაძე: ''ლარის დევალვაცია იწვევს ბიუჯეტის როგორც საშემოსავლო, ისე ხარჯვითი ნაწილის ზრდას''
|
 |
|
გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები'':
- ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებდით ლარის კურსის გაუფასურებას და მის მიერ გამოწვეულ შედეგებს. მთავრობის ზოგიერთი წევრის განცხადებით ლარის 3-4%-იან გაუფასურებას პროდუქციის გაძვირებაზე ასახვა არ უნდა ჰქონოდა. თქვენი შეფასებით აძვირებს თუ არა ეროვნული ვალუტის დევალვაცია პროდუქციას?
დაწვრილებით... |
| |
2010.02.22 13:01გიორგი ქადაგიძე, სებ-ის პრეზიდენტი: ეროვნული ბანკი რისკების მართვაზე დაფუძნებული საბანკო ზედამხედველობის პრინციპზე გადადის
|
 |
თბილისი (GBC) - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებით, 2010 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა დიდწილად იქნება დამოკიდებული ბანკების მხრიდან ეკონომიკის დაკრედიტების გააქტიურებაზე. როდიდან უნდა ველოდოთ ბანკების გააქტიურებას, რა ინსტრუმენტებით მოხდება დაკრედიტების წახალისება, რა ელის ეროვნული ვალუტის კურსს, როგორია 2009 წლის შედეგები და რა ძირითადი გამოწვევები ელის ქართულ საბანკო სისტემას 2010 წელს, ამ საკითხებზე Business Week-ს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უსაუბრა. დაწვრილებით... |
| |
2010.01.25 16:51Business Week: დოლარიზაცია - ბანკების კლიენტების მთავარი პრობლემა
|
 |
თბილისი (GBC) - ეროვნული ვალუტის 14-წლინი არსებობის შემდეგაც კი, ქართული ეკონომიკა დოლარიზებული რჩება. დაწვრილებით... |
| |
2010.01.13 12:15ბანკები და ფინანსები: საბანკო სექტორი 2009 წელს - რა იყო წლის მთავარი საბანკო მოვლენა
|
 |
|
2009 წელი საქართველოს საბანკო სექტორისათვის კრიზისულ წლად უნდა შეფასდეს. ქართული ბანკების უმეტესობა გაფაციცებით ზრუნავდა არსებულის შენარჩუნებაზე. მთელი 2009 წლის მანძილზე საბანკო სექტორმა თვე მხოლოდ ერთხელ, სექტემბერში, დაასრულა მოგებით. დანარჩენ შემთხვევაში ბანკირები წაგებაზე მუშაობდნენ.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრიზისის პერიოდში მსოფლიოში ბანკებში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქართული საბანკო სექტორი, ასე თუ ისე, მყარად იდგა.
დაწვრილებით... |
| |
2010.01.04 13:08,,ბანკები და ფინანსები: ირაკლი კოვზანაძე - "დღეს ბიზნესს სახელმწიფო ინვესტიციები აცოცხლებს»
|
 |
|
"დღეს ბიზნესს სახელმწიფო ინვესტიციები აცოცხლებს» - ინტერვიუ ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ირაკლი კოვზანაძესთან. დაწვრილებით... |
| |
2009.12.28 18:22Business Week: საბანკო სექტორში კონკურენცია მძაფრდება, თუმცა 2010 წელს საკრედიტო ექსპანსიას არ უნდა ველოდოთ
|
 |
|
2009 წელს საბანკო სექტორი ზარალით ასრულებს
საბანკო სექტორმა კიდევ ერთი კრიზისული წელი გადალახა და როგორც კომერციულ ბანკებში აცხადებენ წარმატებითაც. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ბევრ ქვეყნაში ერთი მეორეს მიყოლებით დაიხურა ბანკები, ქართულმა ბანკებმა წელი დანაკარგის გარეშე დაასრულეს. დაწვრილებით... |
| |
2009.12.28 16:00კახა ბენდუქიძე: გადასახადების გაზრდა, შრომის კოდექსის გაუქმება და ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ქვეყნის ეკონომიკისათვის მთავარი პრობლემები იქნება
|
 |
თბილისი (GBC) - გადასახადების შემცირება, სახელმწიფო რეგულააციის მინიმიზაცია, საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია და გონივრული საკანონმდებლო პოლიტიკა, - ეს ის სავალდებულო მინიმუმია, რაც საქართველოს ეკონომიკას კრიზისული მდგომარეობიდან სხვა ქვეყნებზე ადრე გამოიყვას და ზრდის საშუალებას მისცემს. დაწვრილებით... |
| |
2009.12.24 12:57ბანკები და ფინანსები - დამოკიდებულება იმპორტირებულ ხორბალზე ყოველწლიურად იზრდება
|
 |
|
სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წლის მესამე კვარტალში საქართველოში 18,65 მილიონი დოლარის ღირებულების 145 ათას ტონამდე ხორბალი შემოვიდა. წინა წლებთან შედარებით ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს დამოკიდებულება იმპორტირებულ ხორბალზე ყოველწლიურად იზრდება. ხორბლის მოსავალი წელს კატასტროფულად მცირე იყო. სპეციალისტთა შეფასებით, ასეთი მძიმე წელი კარგა ხანია არ დამდგარა, გვალვამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ნათესები კახეთში, მცირე მოსავალი მიიღეს შირაქის ველსა და ჯავახეთშიც, ორჯერ დაისეტყვა ქვემო ქართლი. დაწვრილებით... |
| |
2009.12.21 14:14Business Week: აჭარის მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებაზე მუშაობს
|
 |
|
თბილისი (GBC) - აჭარის მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობს, რომელიც სამშენებლო სექტორის წახალისებასა და სამშენებლო კომპანიებზე გარანტიების გაცემას ითვალისწინებს. დაწვრილებით... |
| |
2009.12.21 13:11Business Week: ეროვნული ბანკი ლარის კურსის სტაბილურობაზე ზრუნვას მომავალ წელსაც კომერციულ ბანკებს მიანდობს, თუმცა მნიშვნელოვან რყევებს არ ელოდება
|
 |
თბილისი (GBC) - უკვე 9 თვეა ლარის კურსი ბლუმბერგის ტემინალის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში დგინდება. კომერციული ბანკები სავალუტო აუქციონების მეშვეობით, ერთმანეთთან მთელი დღის მანძილზე ვაჭრობენ. დღის ბოლოს კი, შეწონილი მაჩვენებლით, ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ კურსს ადგენს. დაწვრილებით... |
| |
2009.12.18 12:25"არსის" შვილობილმა "არსი ტექი" 2009 წელს სამშენებლო სამუშაოები 130 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე შეასრულა
|
 |
|
თბილისი (GBC) - დეველოპერული კომპანიის "არსი" შვილობილმა კომპანიამ "არსი ტექი" მიმდინარე წელს 130 ათას კვ. მეტრ ფართობის სამშენებლო სამუშაოები შეასრულა. დაწვრილებით... |
| |
2009.12.09 12:06ბანკები და ფინანსები - რატომ ძვირდება საკვები ზეთი მსოფლიო ბაზარზე
|
 |
|
გასული კვირის განმავლობაში მზესუმზირის ზეთზე ფასები გაიზარდა. 2009-2010 მარკეტინგულ წელში მზესუმზირის მსოფლიო წარმოებამ 31,8 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა სეზონთან შედარებით 2,7 მლნ ტონით ნაკლებია. მზესუმზირის წარმოება დაეცა რუსეთში, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაში, არგენტინასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. დაწვრილებით... |
| |
2009.12.07 16:06Business Week: სადაზღვევო კომპანიებს მოზიდული პრემიების საკონტრაქტო ღირებულებების 30 პროცენტამდე თანხის დარეზერვება მოუწევთ
|
 |
|
თბილისი (GBC) - ეროვნულმა ბანკმა ძველი ფუნქციები ოფიციალურად დაიბრუნა, უფრო მეტიც, საფინანასო ზედამხედველობის სააგენტოს შეერთების შემდეგ, მან საკუთარ თავზე სადაზღვევო ბაზრისა და ფასიანი ქაღალდების კონტროლიც აიღო. შედეგად, უკვე 1 დეკემბრიდან, ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებსა და არასაბანკო ორგანიზაციებს, სადაზღვევო და გადამზღვეველ კომპანიებს, არასახელმწიფო საპენსიო სქემების დამფუძნებლებს, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორებს, საბროკერო კომპანიებს, საფონდო ბირჟასა და ცენტრალურ დეპოზიტარს. ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებსა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებზე. დაწვრილებით... |
| |
2009.12.02 11:05ბანკები და ფინანსები - ავტომანქანების ბაზარზე კრიზისის დაძლევის ნიშნები შეინიშნება
|
 |
|
აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა მდგომარეობამ და მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა, ავტოიმპორტიორებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამას თან დაერთო საბანკო სექტორის მიერ კრედიტების გაცემის პირობების გამკაცრებაც. რამაც კიდევ უფრო გაართულა ავტოიმპორტიორი კომპანიების მდგომარეობა.
არსებული კრიზისული სიტუაციის გამოსასწორებლად ზოგიერთმა ავტოდილერმა უპროცენტო შიდა განვადების სისტემა შემოიღო.
დაწვრილებით... |
| |
2009.12.02 10:56ეკო პალიტრა - ''შავი ხვრელები'' საგადასახადო კანონმდებლობაში, ხარვეზები კანონში და არასწორი ინტერპრეტირება ბიზნესს აზარალებს''
|
 |
|
საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, ამიტომ ახლა მხოლოდ უცხოური ინვესტიციები თუ გვაცოცხლებს, _ ამას მთავრობის მეთაური ამბობს. ხელისუფლებაში არ მალავენ, რომ ქვეყანაში ინვესტიციებმა საგრძნობლად იკლო და პრივატიზაციის გეგმაც ჩავარდა. ახლა ქვეყანაში ფულის შემოსვლის ორი წყარო არსებობს _ დონორი ორგანიზაციები და არაბული ქვეყნები. ამიტომაც არის, რომ სამთავრობო დელეგაციები არაბულ ქვეყნებს ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ. ახლახან ყატარიდან ჩამოსულ პოტენციურ ინვესტორებს ხელისუფლებამ ხელშეუხებლობის გარანტიები და ფულის ჩასადებად უძრავი ქონება შესთავაზა. დაწვრილებით... |
| |
2009.11.25 12:18Business Week: ქართულ ბანკებს ბევრი ფული და ცოტა კლიენტი ჰყავთ
|
 |
|
თბილისი (GBC) - ქართული საბანკო სექტორი პოსტ-კრიზისულ ეტაპზე გადავიდა. ქვეყანაში საკრედიტო რისკების შემცირებისა და დაკრედიტების გააქტიურების შესახებ განცხადებები ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებისგან უკვე გაკეთდა, თუმცა შედარებით წვრილი ბანკები საკრედიტო პოლიტიკის გადახედვას არ ჩქარობენ. დაწვრილებით... |
| |
2009.11.25 11:24მერაბ კაკულია, საბანკო ექსპერტი: დაკრედიტების კრიზისამდელი დონის აღდგენას, უკეთეს შემთხვევაში, 2-3 წელი შეიძლება დასჭირდეს
|
 |
თბილისი (GBC) - საბანკო ექსპერტის, ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მერაბ კაკულიას მიერ მიცემული ინტერვიუ გაზეთისათვის Business Week. დაწვრილებით... |
| |
2009.11.19 16:53ბანკები და ფინანსები: ,,რით ჯობია საქართველო დუბაის'' - ინტერვიუ Fresh-ის წარმომადგენელთან საქართველოში - მიხეილ თიგიშვილთან
|
 |
|
გაზაფხულზე იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრის, ლაშა ჟვანიას განცხადება, ჩვენს ქვეყანაში 1.5 მილიარდ დოლარიანი ინვესტიციის შემოსვლის შესახებ, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, დიდი მოულოდნელობა გახლდათ. ქუთაისში შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც ეგვიპტური კომპანია Fresh-ი მსუბუქი მრეწველობის წარმოების ამუშავებას გეგმავს. დაწვრილებით... |
| |
2009.11.05 10:57ბანკები და ფინანსები - საწვავის ფასები კიდევ გაიზრდება, ვანო მთვრალაშვილი აღიარებს, რომ კარტელური გარიგება ლოგიკურია
|
 |
|
წინა კვირას ბენზინგასამართი სადგურების ფასების აბრებზე დაფიქსირებულმა ცვლილებებმა ქართველ მძღოლებს და საწვავის სხვა მომხმარებლებს კიდევ ერთხელ გაგვახსენეს, რომ საქართველოში ვცხოვრობთ. შაბათ-კვირას საწვავის საცალოდ მოვაჭრე ყველა ქსელურმა კომპანიამ ერთხმად გაზარდა ფასები. რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 1.62 ლარიდან 1.7 ლარამდე გაიზარდა. პრემიუმის სტანდარტის საწვავის ფასი კი 1.75 ლარიდან 1.8 მდე გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა უფრო მაღალი ხარისხის ბენზინზე და დიზელზეც. დაწვრილებით... |
| |
2009.11.05 10:51ეკო პალიტრა - ,,დონორების ‘'ფული'' ჩამოიშალა?!, როგორ იხარჯება დონორების ფული''
|
 |
|
ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარის (63% _ დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი, კრედიტია, დანარჩენი კი გრანტები) გამოყოფის საკითხი გადაწყდა, ერთი წლის შემდეგ 1,2 მილიარდი დოლარია ათვისებული. თანხის ერთი ნაწილი მთავრობამ პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით მიიღო, ნაწილი კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გაანაწილეს. ფული უმეტესად გზებისა და დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და რემონტზე დაიხარჯა. დაწვრილებით... |