GE EN
სხვა სიახლეები
სები მეწარმე სუბიექტს აჯარიმებს

სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (3 შემთხვევის) გამო.სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება. ასევე 2 000 ლარის ჯარიმა ეკისრება მეწარმე სუბიექტს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის დამალვისთვის. ზედამხედველმა 5 შემთხვევა გამოავლინა, ანუ 10 000 ლარის, რაც დაემატა 6 000 ლარს.მისოს 4 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა,  მაღალი რისკის მატარებელ ორ კლიენტის საქმეზე. ასევე, 20 000 ლარი, ხარვეზიანი პროგრამული (ელექტრონული) სისტემისთვის, რომლის დანიშნულებაა საეჭვო კლიენტთა, მათთან დაკავშირებულ პირთა და ტრანზაქციათა გამოვლენა (წყარო: სები & ბიზნესპარტნიორი)  

1713791041

სილქ ბანკი ისევ ზარალზეა

"სილქ ბანკმა" პირველი კვარტალი 1.3  მლნ ლარის ზარალით დაასრულა. ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს, მენეჯმენტი, აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი. ამის შესახებ აღნიშნულია  ემისიის პროსპექტში.10 მილიონიანი  ემისიით მოზიდულ რესურსს ბანკი მეორად კაპიტალში მიმართავს. მანამდე კი აქციონერებმა საწესდებო კაპიტალი 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდეს,Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 114 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 91 მლნ ლარის ეკვივალენტია. 

1713790198

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლო...

ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

1713789768

ევროკავშირის კანონი ქართულისგან ძალიან განსხვავებულია – უცხოური დაფინა...

„ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან.ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას“.გარდა ამისა, პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დირექტივის პროექტი ანგარიშვალდებულების ზრდისთვის გამჭვირვალობის ინსტრუმენტია, რომელიც არ კრძალავს აქტივობებს და არ მოიცავს კრიმინალურ სანქციებს.დამატებით, წერილობით პასუხში, პიტერ სტანომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის 17 აპრილის განცხადებაზე მიუთითა.

1713787219

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

თბილისის, ქუთაისის, გორის, ფოთის, თელავის, ბაკურიანის, ბორჯომის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის შემდეგ მცხეთა მე-11 ქალაქია, სადაც თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ.მცხეთაში, ისევე როგორც ქუთაისში, გორში, ფოთში, თელავში, ბაკურიანსა და ბორჯომში მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელია ასევე ქალაქის სატრანსპორტო  ბარათით. ქალაქის სატრანსპორტო ბარათის აღება შესაძლებელია თიბისის ფილიალებში.მცხეთაში თიბისის ბარათებით გადახდისას შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს: მცხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის  თიბისი ბანკის მოსწავლის  ბარათებით მგზავრობა უფასოა. ხოლო მცხეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე - თიბისი ბანკის სტუდენტურ ბარათებზე  მოქმედებს 50%–იანი შეღავათიანი ტარიფი. შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ფიზიკური ბარათით გადახდის შემთხვევაში.სატრანსპორტო ბარათის ღირებულება 2 ლარია და მისი შევსება შესაძლებელია თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, რომლებსაც აქვს ბარათის წამკითხველი.ტრანსპორტში თიბისის საბანკო ბარათით გადახდა ხორციელდება Offline რეჟიმში, რა დროსაც ბარათზე ნაშთის შემოწმება არ ხდება, ამიტომ შესაძლებელია ბარათი გადახდის მომენტში გავიდეს მინუსში.

1713786182

ირაკლი ქარქაშაძემ AUSTRIAN AIRLINES-თან თბილისის აეროპორტში ოპერირების...

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ვენა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ბორტებს წარმოადგენს.

1713783916