GE EN
სხვა სიახლეები
სერვანტესის მსოფლიო დღეს ქართველმა სტუდენტებმა „დონ კიხოტი“ საჯაროდ წა...

„ეს განსაკუთრებული დღეა მთელი მსოფლიოს ესპანისტებისთვის და ბედნიერი ვართ მასში მონაწილეობით“, – უთხრა ესპანური საინფორმაციო სააგენტოს EFE–ს ილიაუნის ესპანური ენის პედაგოგმა ია კარგარეთელმა.მისი თქმით, „იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც ესპანური ენის შესწავლა სურთ, მუდმივად მზარდია“.„დღეს ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სერვანტესის ინსტიტუტთან, ესპანურ ენას დაახლოებით 100 სტუდენტი სწავლობს“, – თქვა ია კარგარეთელმა.თბილისში, მარტის ბოლოს, ესპანისტების საზოგადოება დაფუძნდა, რომლის მიზანია ესპანური ენის პოპულარიზაცია და კულტურული გავშირების დამყარება მსოფლიოს ესპანურენოვან ქვეყნებთან.ესპანურ ენას დღეს საქართველოში 20–მდე კერძო სკოლასა და რამდენიმე მსხვილ უნივერსიტეტში ასწავლიან.2025 წელს ჩილეში ესპანისტების საერთაშორისო ასოციაციის ტრადიციული შეხვედრა გაიმართება, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლები პირველად მიიღებენ მონაწილეობას. 

1713867695

წყალტუბოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბ...

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტო და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.EHTTA-ს გენერალური ასამბლეა წელიწადში ორჯერ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კურორტების განვითარების სააგენტომ, 2024 წლის გენერალური ასამბლეის საქართველოში ჩატარების უფლება მოიპოვა, რაც ქვეყნის ბალნეოლოგიური კურორტების პოპულარიზაციას, კომერციალიზაციასა და ტურისტული პროდუქტების განვითარებას შეუწყობს ხელს.გენერალური ასამბლეის ოფიციალური ნაწილი შედგება ევროპის თერმული მემკვიდრეობის და ტურიზმის კონფერენციის და ასოციაციის შიდა სამუშაო შეხვედრებისგან. მოწვეული სტუმრები გაეცნობიან კურორტ წყალტუბოს განვითარების ხედვასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და სოციალური სარგებლის გაზრდას შეუწყობს ხელს.კონფერენციას ასოციაციის 30-მდე წევრი, ევროპის თერმული ქალაქების ათზე მეტი მერი და ვიცე-მერი, კურორტების მფლობელები, გენერალური მენეჯერები და საქართველოს სხვადასხვა კურორტის წარმომადგენელი დაესწრო. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა."საქართველოს აქვს უნიკალური პოტენციალი, მისი მრავალფეროვანი კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსით, ლანდშაფტით და კულტურული მემკვიდრეობით როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში ღირსეული ადგილი დაიკავოს და შექმნას მაღალკონკურენტუნარიანი კურორტები. შესაბამისად აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობაც, საქართველოში და კონკრეტულად თერმული და ჯანმრთელობის ტურიზმის ისტორიულ ცენტრში, როგორიც არის წყალტუბო, სიმბოლურია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ღონისძიებას" - აღნიშნა კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.კონფერენციის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ადგილზე მოინახულეს წყალტუბოში მოქმედი თერმულ-რადონული მინერალური წყლების აბაზანები და გაეცნენ კურორტის ისტორიულ მემკვიდრეობას.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი საირმესა და თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე.

1713866453

ალდაგში სამოგზაურო დაზღვევის მომხმარებლებისთვის საჩუქრებია

Roamingo არის მობილური აპლიკაცია, რომელიც მოგზაურებს, მობილურ ინტერნეტს, eSIM ტექნოლოგიების საშუალებით სთავაზობს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია არ საჭიროებს ფიზიკურ SIM ბარათს და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ინტერნეტ პაკეტები მოქნილი პირობებით ბევრად უფრო დაბალ ფასად შეიძინოს.„პროექტი, რომელიც ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად დავიწყეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის მეტი სარგებლის შეთავაზებას გულისხმობს, სხვადასხვა საჩუქრის სახით.  აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას შეიძენს“, - აცხადებენ ალდაგში;

1713864819

2020 წელთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონება 41%–ით გაძვირდა

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია უძრავი ქონების ფასების პროცენტული ცვლილება წინა კვარტალთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან და 2020 წლის საშუალოსთან შედარებით.2024 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (0.7 პროცენტი).2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.9 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.3 პროცენტით.ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე წარმოდგენილია ჯამური RPPI-ის და მისი ქვეინდექსების, ასევე სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) შედარებითი დინამიკა.

1713864282

Transavia ამსტერდამი–თბილისის მიმართულებით ოპერირებით კმაყოფილია

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ავიაკომპანიის გაყიდვები თბილისის მიმართულებით საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს და მაღალი საშუალო დატვირთვის ფაქტორი მომდევნო თვეებშიც შენარჩუნებულია. ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით ჩამოსული ვიზიტორების ძირითად სეგმენტს კი უცხოელები შეადგენენ.Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯური ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის საჰაერო ხომალდები ჰყავს.

1713863208

თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმაგი დაბეგვრა უქმდება

განხილვის შემდეგ კანონპროექტი კენჭისყრაზე გაიტანეს და დაამტკიცეს.ანალოგიურ შეთანხმებას საქართველომ და თურქეთმა 2007 წელს მიაღწიეს. ეს შეთანხმება ძალაში 2010 წლის თებერვალში შევიდა. 

1713861020