GE EN
სხვა სიახლეები
ქართული ღვინო საფრანგეთში რამდენიმე გასტრონომიულ ფესტივალზე წარადგინეს

ღვინის სააგენტოს ცნობით, ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie“ ქალაქ მარსელში, „LA FETE des VINS et de la GASTRONOMI“ ქალაქ ტულონში, ხოლო „SALON DU VIN POUR PROFESSIONNELS“ ქალაქ ნიცაში გაიმართა.კომპანიის „Le Pont Caucasien“ ხელმძღვანელმა, საფრანგეთში მოღვაწე ენოლოგმა ილია კახოიძემ ფესტივალების სტუმრებს რვა ქართული ღვინის კომპანიის ის ღვინოები გააცნო, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს, მათ შორის, მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთშია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება  მზარდია.

1711621065

პოზიტიური სიახლეები და მაგარი ამბავი – თიბისი კაპიტალისგან

„საკუთრივ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ექსპორტი, ხოლო იმპორტში მაღალია საინვესტიციო კომპონენტის წილი, რაც ეკონომიკის არა მარტო ფაქტობრივ, არამედ ასევე მაღალ პოტენციურ ზრდაზე მიუთითებს. უფრო მეტიც, თებერვლის სავალუტო ბაზრის დინამიკა, ამავე პერიოდში მთლიანობაში აშშ დოლარის ჭარბ მიწოდებას აჩვენებს, რადგანაც სებმა 78 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამ მხრივ, ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ ლარის გაცვლითი კურსი საქართველოს ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა, თუმცა მაინც მცირედით უფრო მეტად არის გამყარებული. ამავდროულად, სამშაბათს სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა. და, რასაკვირველია, იმავე დღეს მთავარი - ნანატრი გამარჯვება და ევრო 2024-ში მონაწილეობა. ამ მხრივ, ვფიქრობთ, რომ წარმატება საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვისაც პოზიტიურია, რაც სამომავლოდ ქვეყნის ცნობადობის გაზრდით ტურიზმის ინდუსტრიაზე უნდა აისახოს“, – წერს თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი.

1711620814

ბაბუშერას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებიდან ოჯახებს გაასახლებენ

სეპარატისტული რეგიონის ე.წ. ენერგეტიკის მინისტრმა 26 მარტს ადგილობრივებთან, რომლებიც წლებია ამ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, შეხვედრა გამართა.აღნიშნულ ზონაში მცხოვრებთა ნაწილი საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, მათ გადასახლებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება.„შეიძლება ვინმე დათანხმდეს გადასახლებას, მაგრამ ამას ყველა არ ვეთანხმებით, კომპენსაციის გადახდის შემთხვევაშიც კი“, – აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.ე.წ. რუსულ–აფხაზური შეთანხმების თანახმად, ბაბუშერას აეროპორტის აღდგენისთვის სეპარატისტებმა უნდა „ამოიღონ უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთები მესამე პირებისგან, რათა რუსულმა კომპანიამ საინვესტიციო პროექტის განხორციელება შეძლოს“.მანამდე რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 12 მლრდ რუბლს (350 მლნ ლარი) შეადგენს. მისივე თქმით, რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით პირველი საცდელი რეისის შესრულება 2024 წელს იგეგმება.2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროექტს რუსეთის შს ყოფილი მინისტრის რაშიდ ნურგალიევის შვილის კომპანია განახორციელებს. ნურგალიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეა. 

1711619831

ბაკურიანში თოვლში მოყოლილ ადამიანს მაშველები ეძებენ

ინციდენტი დღეს, 28 მარტს მოხდა და ოფიციალური ინფორმაცია სხვა დეტალებზე ჯერ არ ვრცელდება.თვითმხილველები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაკარგული ადამიანი ზვავმა მოიყოლა და იგი ადგილობრივია.

1711618876

აზერბაიჯანის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ცენტრალური ბანკის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ზედა ზღვარი 0,25 პ.პ.–ით – 8,5%–მდე დასწია, ქვედა ზღვარი კი 6,25%–ის ნიშნულზე შეინარჩუნა.გადაწყვეტილება ძალაში ხვალიდან, პარასკევიდან შევა. ბანკისგან რეფინანსირების განაკვეთზე შემდეგ გადაწყვეტილებას 1–ელ მაისს ელოდებიან.

1711615509

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება

გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოახლოებული სავადო თარიღები და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევაში, დროულად წარადგინოთ დეკლარაცია, ასევე გადაიხადოთ შესაბამისი გადასახადი.დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ შემდეგი ბმულებით:ვიდეო სახელმძღვანელოები:https://www.rs.ge/VideoInstructionsმიკრობიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=-BPEEojmCNQმცირე ბიზნესის მიერ, 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=yqJLjkmGWnsინსტრუქცია - საცხოვრებელი ფართის საცხოვრებელი მიზნით გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის (2023 წელი)https://www.youtube.com/watch?v=lr-BdiYvLcwინსტრუქცია - საგადასახადო ვალდებულება (საშემოსავლოს ნაწილში) არამეწარმე  ფ/პ-ს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციისას (2023 წელი)https://www.youtube.com/watch?v=cbh9ilObv40ფიზიკური პირის მიერ, საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციისას 2023 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია:https://www.youtube.com/watch?v=AMxa-hUwABAგზამკვლევები:https://rs.ge/brochuresხშირად დასმული კითხვები:ფიზიკური პირებისთვის:https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=1&tab=1იურიდიული პირებისთვის:https://rs.ge/LegalEntityTaxFAQ?cat=1&tab=1გადასახადის გადამხდელებს დეკლარაციების  წარდგენისა და შესაბამისად, გადახდის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის  ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნათ შემოსავლების სამსახურის ავტორიზებულ გვერდებზე. 

1711614640