ღონისძიება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.SBFN-ის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები განვითარებად ბაზრებსა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებულ მდგრადი დაფინანსების ტენდენციებზე, ასევე, ისაუბრეს SBFN-ისა და IFC-ის მხარდაჭერით მდგრადი დაფინანსების ინიციატივების შემუშავების მხრივ წევრ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე და განიხილეს სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებული ხედვები.ეკატერინე მიქაბაძემ მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ მიღწეული შედეგები გააცნო და ამ მხრივ, SBFN-ისა და IFC-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო და საფინანსო ქსელის, მდგრადი დაფინანსების ექვსსაფეხურიან შეფასების სისტემაში უმაღლეს საფეხურზე დაწინაურდა."ბოლო წლების განმავლობაში, მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკი SBFN-ის ექვსსაფეხურიანი შეფასების სისტემის უმაღლეს საფეხურზე - კონსოლიდაციის ეტაპზე დაწინაურდა. აღნიშნული დაწინაურება მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და წარმატებულ დანერგვაზე მიუთითებს", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.შეგახსენებთ, რომ მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან (SECO), და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან (SBFN) თანამშრომლობით გაიმართა.
1713353940
"მთავარი, რაც პროტესტანტებს არ მოსწონთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონში, რომლის მიღებასაც საქართველოს პარლამენტი ცდილობს, რომ ის, რომ ამ კანონს ისინი რუსულ იდეად და არა დასავლური ინიციატივად ხედავენ," - წერს მედვედევი.ერთი წლის წინ, სხვათა შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მისი ოფიციალური წარმომადგენლის პრაისის მეშვეობით, განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ამჟამინდელი კანონის წინა ვერსია გაიწვია, იმის გამო, რომ დოკუმენტი "ევროატლანტიკურ ღირებულებებთან" შეუთავსებელი იყო. კარგი, დიახ, მართალია. ღირებულებები განსხვავებულია. შავი ზღვა არ არის ატლანტიკური, საქართველო არ არის ჯორჯია, მიუხედავად სახელების მსგავსებისა," - დაწერა მედვედევმა Telegram-ზე.საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ხელმეორედ ინიციირებული კანონპროექტი ოთხშაბათის სხდომაზე პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი აქტივისტები შეძახილებით „რუსებო!“, „მონებო!“, „ვიბრძოლებთ ბოლომდე!“ შეხვდნენ.პრეზიდენტმა დიპლომატები შეკრიბაამ ფონზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები განიხილა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ გზაზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რუსეთის მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია და საზოგადოების დაყოფა, რასაც საქართველოში არ უნდა მიაღწიოს.„თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის და განაგრძეთ ეს მხარდაჭერა“, - მიმართა ელჩებს პრეზიდენტმა.პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ევროპელი ლიდერების მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, „რაც თავისთავად მხარდაჭერის გამოხატულებაა“.პრეზიდენტის განცხადებით, „ქვეყანაში შექმნილ ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ასევე, რომ არჩევნებზე ხალხმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და გააკეთოს არჩევანი.ევროკავშირის ელჩის განცხცადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ გზას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1713353347
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ უკვე მეორედ ინიციირებული კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.
1713351734
2000 კვ. მ-ის აკვა პარკი - Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.ჯაზკლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კორპუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. "ლოპოტა სპა რეზორტი" გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, "ლოპოტა სპა რეზორტზე" საკონფერენციო დარბაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.დამატებით, „ლოპოტა", EBRD-ის Skills In Business - უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა "ლოპოტას" ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში. წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობრივი ტურიზმის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ: Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზკლუბი საინტერესო ჯაზსაღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერენციო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი", - გიორგი ქევანიშვილი, "ლოპოტა სპა რეზორტის" აღმასრულებელი დირექტორი.„გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია "ლოპოტას" წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა" ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ" მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ "ლოპოტა სპა რეზორტის" მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას" გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს. EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა" ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business ("SiB") პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები", - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.
1713351388
„კი, ეს ნამდვილად ასეა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ არაფერი უთქვამს.რუსეთის სამშვიდობო ძალები ყარაბაღში 202 წლის 19 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ხელს რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი აწერდნენ. ამ შეთანხმების თანახმად, რუსეთის სამშვიდობოები რეგიონში 2025 წლამდე უნდა დარჩენილიყვნენ.
1713348662
ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე „ფუმფულა“ აღმოჩნდა – პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია – კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია – აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:„გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები – ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ“.„ფუმფულას“ ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია.„აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი – უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები – ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც – ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე – ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“.კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია.„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.„ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია – ვზრუნავთ, რომ „ფუმფულა“ და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო – სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები – მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი – ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, „თიბისი ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია“.
1713348297
თბილისში ფინტექ სიმპოზიუმი “Bulls” პირველად გაიმართება
1712299332
BOGG-მა ირლანდიის ბირჟაზე $300 მლნ-ის ობლიგაციები გამოუშვა
1712760780
სალმონელა, ნაწლავის ჩხირი, ობის სოკოები და სხვა მავნე მიკროორგანიზმები...
1712133122
ეს კითხვაც მოხსნილია - გოცირიძეც გააძევეს
1713191640
სავალუტო რეზერვები $5 მლრდ-ს უახლოვდება
1712588640