GE EN
სხვა სიახლეები
გრძელვადიან სავალუტო სესხებზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება

1 აპრილისთვის (Q1/2024), სექტორი, 14 ბანკის 54.9 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელით არის წარმოდგენილია. ბაზარზე 17 სუბიექტია, თუმცა ახლად შესულ ციფრული ბანკებს (ჰეში, პეივი, პეისერა) საოპერაციო საქმიანობა ჯერ არ დაუწყია. სულ, გაცემულია 2.252 000 ერთეული გრძელვადიანი და 1 060 000 მოკლევადიანი სესხი. აქედან, უცხოურ  ვალუტაში 22.2 მლრდ ლარის 58 200 გრძელვადიანი და 1,859 მლრდ ლარის, 15 300 მოკლევადიანი სესხი.ყველაზე მეტი, 6.9 მლრდ ლარის, 5-დან 10 წლამდე ვადიანობის სავალუტო სესხებია (L/m - ₾6.6 მლრდ). 2-5 წლიანი სესხების მოცულობა კი 4.2 მლრდ ლარის ექვივალენტია უცხოურ ვალუტაში. სავალუტო დაკრედიტებაზე 400 000 ლარიანი ზღვრის გარდა, მოქმედებს ვადიანობის შეზღუდვა, 10 წლამდე. 

1714062060

დოლარიზაციას სებ-ის ლარიზაციის ინექციები ვერ ერევა

სებ-ის სტატისტიკით, კრედიტები, ეროვნული ვალუტით, 562 მლნ ლარით (+1.93%m.m), უცხოური ვალუტით კი 974.6 მლნ ლარით (+4.22%m.m) გაიზარდა.იურიდიული პირების პორტფელი 24 მლრდ ლარია და აქედან 15,2 მლრდ ლარის, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული სესხებია.ფიზიკური პირების დაკრედიტება მარტში 2%-ით (+₾548 მლნ.m.m), 28 მლრდ ლარამდე გაიზარდა. ლარიზაციის ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მ.შ. სავალუტო სესხების 200 000 ლარიანი ზღვრის 300 000-მდე გაზრდა (რომელიც 400 000-მდე იზრდება) ჯერ ეფექტს არ იძლევა.სესხების დოლარიზაცია გაზრდილია 44.8%-მდე. 0.55%პ-ით. ბაზარზე 17 ბანკია, მ.შ. სებ-ის ანგარიშგებაში "ჰეშის" გარდა ყველა მონაწილეობს. მარტში სისტემაში პეივბანკი ჩაერთო. 

1714059180

თურქეთის ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 22–წლიან მაქსიმუმზე შეინარჩუნ...

თცბ–ის მიერ გავრცელებული პრეს–რელიზის თანახმად, რეგულატორი მკაცრ ფულად–საკრედიტო პოლიტიკას მანამდე შეინარჩუნებს, ვიდრე არ მოხდება ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინების შესამჩნევი და მდგრადი შემცირება.ამასთან, თცბ იმის პირობასაც დებს, რომ ინფლაციური პროცესების გაუარესების შემთხვევაში ფულად–საკრედიტო პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს. 

1714056711

BOGG AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევარებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,  გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.

1714053900

გაზრდილი CashBack - ის ახალი აქცია იწყება

 26-დან 28 აპრილის ჩათვლით, ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელები მომენტალურად დაიბრუნებენ გადახდილი თანხის 40%-მდე შერჩეულ მეგობარ ობიექტებში.

1714051200

თიბისი კონცეპტის და extra.ge-ის სააღდგომო შეთავაზება

ქეშბექთან ერთად, მომხმარებელს სააღდგომოდ, განსაკუთრებული ფასდაკლებებიც ელოდება.დღესასწაულისთვის მოსამზადებლად, extra.ge-ზე ყველა ნივთის შეძენას შეძლებთ: ავეჯი, ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, სახლი და სხვა.შეკვეთას მთელ საქართველოში უფასოდ მიიღებთ.გარდა ამისა, შეთავაზება გავრცელდება extra.ge-ის სწრაფი მიწოდების სერვისზე - ექსტრა ექსპრესზე. შეკვეთას 6 კატეგორიიდან (მარკეტი, სილამაზე და თავის მოვლა, სათამაშოები, ტექნიკა, ცხოველთა მოვლა, მშობელი და ბავშვი) 35-50 წუთში მიიღებთ. ექსპრესით სარგებლობა კი თბილისში, მის შემოგარენსა და ბათუმშია შესაძლებელი.თიბისი კონცეპტის ეს და სხვა შეთავაზებები იხილეთ ბმულზე -  https://tbcconcept.ge/

1714050758