GE EN
სხვა სიახლეები
თებერვალში საქართველოს მშპ 9,5%–ით გაიზარდა

2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება.კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

1711696318

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი $24 მლრდ–ს აჭარბებს

საგარეო ვალის 35,8% ($8,66) სამთავრობო სექტორზე მოდის. მათ შორის მოკლევადიანი ვალდებულებების მოცულობა მეოთხე კვარტალის ბოლოსთვის $116,3 მლნ–ს შეადგენდა, ხოლო გრძელვადიანი ვალდებულებების მოცულობა $8,54 მლრდ იყო.საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის 30% ბანკებზე მოდის ($7,26 მლრდ). აქედან თითქმის ნახევარი – $3,27 მლრდ მოკლევადიანი ვალდებულებაა, ხოლო $3,99 – გრძელვადიანიქვეყნის მთლიანი საგარეო ვალის მხოლოდ 3,6% მოდის საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც ფულად გამოსახულებაში $874,1 მლნ–ს შეადგენს. ამ ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გრძელვადიანია.სხვა სექტორების საგარეო ვალი $4,64 მლრდ–ს უდრის, საიდანაც $1,6 მლრდ მოკლევადიანი, ხოლო $3,95 მლრდ – გრძელვადიანი.

1711695597

პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსული ჯაშუშური ქსელების განადგურების შესახებ გან...

ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა ვარშავასა და ტიხიში. შედეგად, ძალოვნებმა 48,5 ათასი ევრო, 36 ათასი აშშ დოლარი და ინფორმაციის ციფრული მატარებლები, მათ შორის მობილური ტელეფონები ამოიღეს. დაიკითხნენ საქმის ფიგურანტები.„დოკუმენტურად დაფიქსირდა საქმიანობა, რომელიც მიმართული იყო პრორუსული ინიციატივების ორგანიზებაზე და ევროპის კავშირის ქვეყნებში მედიაკამპანიის წარმოებაზე. ქსელის მიზანი იყო კრემლის საგარეოპოლიტიკური ამოცანების რეალიზაცია“, – განაცხადა სპეცსამსახურების მინისტრის პრეს–სპიკერმა იაცეკ დობჟინსკიმ.მისივე თქმით, რუსეთი თავისი ჯაშუშების მეშვეობით ცდილობს პოლონეთის პოზიციის დასუსტებას საერთაშორისო არენაზე, უკრაინის დისკრედიტაციას და ევროპის კავშირის სტრუქტურებისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებას. ამ მიზნების მისაღწევად შექმნეს საიტი Voice of Europe. პორტალზე ქვეყნდებოდა სტატიები მიმდინარე საერთაშორისო პროცესებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, თქვა დობჟინსკიმ და დასძინა, რომ სპეცსამსახურებმა ქსელის დაფინანსების სქემაც გაშიფრეს. 

1711692798

ნათია თურნავამ ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შ...

ქართულმა მხარემ ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყანაში არსებული ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები, მონეტარული პოლიტიკის არსებული ჩარჩო, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, საბანკო ზედამხედველობის კუთხით გატარებული რეფორმები, ასევე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა გააცნო. საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებსაც.ნათია თურნავამ ნიდერლანდურ მხარეს თანამშრომლობისა და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ტექნიკური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდური მხარე სებს არაერთი მიმართულებით ეხმარება, მათ შორის ფინანსური განათლების მიმართულებით."ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს, ფინანსური განათლება კი ყველა ქვეყნისთვის საერთო საზრუნავია. ამ მხრივ ევროპულ თანამეგობრობაში საქართველო ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორია", - აღნიშნა ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

1711636161

ბანკები ₾3 მლრდ მოგებიდან ბიუჯეტში გადახდებს იწყებენ

შემოსავლების სამსახურმა საცალო და კერძო სექტორს, მ.შ. საბანკოს უკვე შეახსენა დეკლარაციების წარდგენის სავადო თარიღი - 1 აპრილი*.წელს ბანკები 2023 წლის მოგებიდან (წმინდა მოგება: ₾2.7 მლრდ; დაუბეგრავი ₾3.2 მლრდ) გადასახადს უკვე 20%-მდე გაზრდილი განაკვეთით ისტუმრებენ, მანამდე არსებული 15%-ის ნაცვლად. ე.ი. უფრო მეტს. ამას ემატება IFRS-ის ეფექტიც, ანგარიშგების საერთაშორისო სისტემის, რომელზეც სექტორი H1/2023-იდან გადავიდა.

1711634753

რუსეთში ადგილობრივ ლუდზე აქციზის გაძვირება ქართველ ექსპორტიორებზე არ ა...

ნიკოლოზ ხუნძიკავშილის თქმით, „ნატახტარს“ ექსპორტზე, ძირითადად, ლიმონათი გააქვს. შესაბამისად, კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის (ლუდი, ლიმონათი) საექსპორტო ფასებზე რუსეთში მოსალოდნელი საფასო ცვლილებები პრაქტიკულად არ აისახება.„რაც შეეხება ლუდს, იგი მცირე რაოდენობით გააქვს „ნატახტარს“ და დაახლოებით 1,5 მილიონი ლიტრია ექსპორტირებული რუსეთში, რომელსაც, ძირითადად, ჰორეკა სექტორი ყიდულობს. თუ გაიზრდება აქციზის ფასი, თავის მხრივ, „ნატახტარიც“ გააძვირებს თავის პროდუქციას“, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძიკაშვილმა.საქსტატის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წელს იანვარში და თებერვალში ექსპორტზე  სულ  $502.15 ათასი ღირებულების ალაოს ლუდი გავიდა, რაც შეეხება არაალკოჰოლურ ლუდს, 0.5%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით, იანვარ-თებერვალში ექსპორტზე $155.57-ის გავიდა. რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 წლის იანვარ-თებერვლში არაალკოჰოლური ლუდი, 0.5%-ზე ნაკლები სპირტის კონცენტრაციით  $175.61 ათასის შემოვიდა საქართველოში, ხოლო ალაოს ლუდი $601 ათასის.მანამდე, მარტში, რუსეთის ფედერაციის საცალო ვაჭრობის ორგანიზაციაში  განაცხადეს, რომ ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ლუდის ფასების ზრდა ბუნებრივია, რადგან ნედლეულის ღირებულებასთან ერთად იზრდება ლოგისტიკის ხარჯებიც.

1711632496