GE EN
სხვა სიახლეები
ოქრო უქმეებიდან მოყოლებული იაფდება

წინა კვირა კი გრამი ოქროს ფასი 216 ლარს აღემეტაბოდა,.სებ-ის ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან (2023) ოქროს 557 ზოდია გაყიდული, მ.შ. 8 ცალი 1 კგ-იანი, დანარჩენი კი 0.02 გ-იანი.აქედან ყველაზე მეტი, 117 ერთეული, შეთავაზებიდან 2 დღეში, გასული წლის 4-6 დეკემბერს გაიყიდა (წყარო: ბიზნესპარტნიორი). იქიდან მოყოლებული, 5 თვეში, ოქროს ფასი 16%-ით არის გაზრდილი. გეოპოლიტიკური რისკების და ინფლაციის ბოლოდროინდელი მატების ფონზე ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.სებ-ის განმარტებით, მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.ონლაინ, მხოლოდ 20გ-იანი ზოდის შეძენაა შესაძლებელი. 1 000 გ-იანი საკასო ცენტრში იყიდება 

1713534900

ლავროვმა „უმსუბუქესი“ უწოდა საქართველოში ინიციირებულ „რუსულ კანონს“

„საქართველოში ამ დემონსტრაციებმა სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გარდაქმნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი უმსუბუქესია. თვით აშშ–ში, საფრანგეთში და პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაშიც კანონები ჯარიმებს სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს, თუ ფული მიიღე და ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაც არა ისეთს აკეთებ“, – თქვა მან.ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი მხოლოდ დეკლარირებას ავალდებულებს ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსავლის 20%–ზე მეტს იღებს უცხოეთიდან.ლავროვი ჯერ კიდევ 2023 წელს აკრიტიკებდა მისთვის „კარგად ნაცნობ“ სალომე ზურაბიშვილს. „მადლობა ღმერთს, რომ იგი ქვეყნის განვითარების გზებს არ განსაზღვრავს“, – ამბობდა მაშინ ლავროვი.„რუსულ კანონთან“ დაკავშირებით მანამდე შეფასებები და განცხადებები გააკეთეს რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დმიტრი პესკოვმა, დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა და კრემლის იდეოლოგმა ალეკსანდრ დუგინმა.

1713529533

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ვი...

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობას. ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარების საკითხებს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დაკრედიტებისა და აღნიშნულ სექტორში საინვესტიციო პოტენციალის ზრდის შესაძლებლობებს.შეხვედრას დაესწრნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისი, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები: ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713528339

ადგილობრივი ექსპორტი პირველ კვარტალში 9.3%-ით შემცირდა

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს შესაბამისი მაჩვენებლების განვითარების ტენდენციას 2021-2024 წლებში.ქვემოთ მოცემულ ცხრილი ასახავს საქართველოდან 2022-2024 წლებში განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 71.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი ($132.1 მლნ-ით), თურქეთი ($82.3 მლნ-ით) და ჩინეთი ($56.5 მლნ-ით)2024 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი $83.2 მლნ-ით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $72.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12%-ით), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს $39.5 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5%-ით)

1713516411

პარლამენტმა ფიზიკური პირების დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ოფ...

ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1–ელ იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

1713516035

სუსის ანგარიში: 2023 წელს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს სხვადას...

სუსის განმარტებით, 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა სხვადასხვა დესტრუქციული ელემენტების მიერ ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები.„საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობაში ავრცელებდნენ ნაციონალისტური ხასიათის განცხადებებს, ცრუ და დამახინჯებულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანტიქართულ ნარატივებს.საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. დადგინდა მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, გატარდა კომპლექსური ღონისძიებები.სამსახურის მიერ გამოვლინდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ან უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული ცალკეული იურიდიული პირები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ოპერაციების რესურსად“, - ნათქვამია ანგარიშში.

1713515721