GE EN
სხვა სიახლეები
აგროდაზღვევის პროგრამით დასაზღვევი მიწის ფართობი გაიზარდა

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მცირდება, მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად  21 დღისა, განისაზღვრება 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში იცვლება დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სატელეფონო შეტყობინების ვადა და ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრება 72 საათით; სოფლის განვითარების სააგენტოს განმარტებით, აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ უფრო მეტი დრო ჰქონდეთ ფერმერებს სადაზღვევო შემთხვევის დროს შეტყობინების გაგზავნისთვის.ორგანიზაციის ინფორმაციით, იცვლება ასევე სადაზღვევო ტარიფები. კერძოდ, ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფის ნაცვლად, იქნება სადაზღვევო ტარიფის  ქვედა და ზედა ზღვარი. აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიებს მომხმარებელს შესთავაზონ  რისკზე დაფუძნებული ტარიფი და, მეორე მხრივ, დამზღვევებს სადაზღვევო პრემიის ოდენობის მიხედვით შეარჩიონ სადაზღვევო კომპანიები. აღნიშნული ცვლილება ასევე ხელს შეუწყობს პროგრამაში ჩართულ სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის გაზრდას.აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო  რისკებს, როგორებიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში). თითოეული დამზღვევი სადაზღვევო პოლისის პრემიის 70%-იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე.სააგენტოს ცნობით, 2014 წლამდე არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც ფერმერებს შეეძლოთ კლიმატური რისკებისგან დაეცვათ საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის გაჩენით, დაზღვევა იმ ფერმერებისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ვისაც მცირე მეურნეობა აქვთ და ყველაზე მეტად სჭირდებოდა სახელმწიფო თანადგომა. აგროდაზღვევის პროგრამა არის ინსტრუმენტი, რომლითაც უფრო პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა და დაინტერესებული პირებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის დარგში ინვესტირებას.   

1713443440

ნათია თურნავა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს პოლ ჰილბერს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე."სავალუტო ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება, რაც საშუალებას გვაძლევს განვაგრძოთ რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.შეხვედრაზე საუბარი შეეხო დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის 400 ათას ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713442350

ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის ნაცვლად ბაქო–სუფსის მილსადენს...

მანამდე, მარტში, ყაზახეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ნავთობის აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტის ეტაპობრივი გაზრდის შესახებ. ეს ნედლეული აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით გლობალურ ბაზრებზე გადის.აღნიშნული შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანი გამოთქვამდა მზადყოფნას, წელიწადში შემდგომი ტრანსპორტირებისათვის 2,2 მლნ ყაზახური ნავთობი მიეღო.ყაზახეთი ცდილობს, ნავთობის ექსპორტისთვის რუსეთის ალტერნატიული გზები მონახოს. ამას პრეზიდენტი ყასიმ ჟომართ თოყაევი ჯერ კიდევ 2022 წლის ზაფხულში საუბრობდა.

1713437217

ვერონაში ქართული ღვინო ორ გამოფენაზე წარადგინეს

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციისთვის, აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.„Vinitaly“ ქ. ვერონაში 1967 წლიდან  ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილეობდა.ქარვისფერი ღვინოების გამოფენა „Orange Wine Festival“ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია,  სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი.აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

1713436478

ლაგარდი: რუსეთის აქტივების გამოყენებით შესაძლოა საერთაშორისო წესრიგი დ...

„ოთხი სხვადასხვა სქემა ვნახე იმის გვერდის ასავლელად, რასაც ბევრი სხვა იურისტი ძალიან სერიოზულ იურიდიულ დაბრკოლებად აფასებს და რომელსაც შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სამართლის წესრიგის დარღვევა“, – თქვა ლაგარდმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც Financial Times ციტირებს.ევროპის ბანკის ხელმძღვანელის აზრით, ძალიან დიდი ყურადღებით მიდგომას საჭიროებს აქტივების გაყინვიდან მის კონფისკაციაზე გადასვლა.ქალბატონმა ლაგარდმა ყურადღება გაამახვილა რუსული აქტივების განთავსებაში არსებულ „უზარმაზარ ასიმეტრიაზე“: აშშ–შია განთავსებული $6 მლრდ, ევროზონაში – 200 მლრდ ევროზე მეტი.მანამდე აშშ–ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი რუსეთის აქტივების გამოყენების ერთ–ერთ ვარიანტად მის უკრაინისთვის გადამისამართებას განიხილავდა. რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმა G7–ის სამიტზე დაიდება, რომელიც ივნისშია ჩანიშნული. 

1713431414

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Exp...

3-დღიანი  ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600 მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს გაეცნონ.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ. ჰოლანდიურ პოლონურ, ნორვეგიულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, UN STUDIO, TSR, SITA, RESA და DIMARK-თან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს. შეხვედრები გაიმართა აეროპორტების გაერთიანების მიმდინარე საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებთან პოტენციურ მომწოდებლებთან.გამოფენაზე აეროპორტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ესაუბრონ  გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. ასევე, დაათვალიერონ, ადგილზე შეხვდნენ პოტენციურ მიმწოდებლებს აეროპორტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სპეცტექნიკის, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ინვენტარის სამომავლოდ შესყიდვის მიზნით. 

1713430019