ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9607        EUR 3.2855        GBP 3.6878        RUB 4.6066        UAH 1.1944        AZN 1.7415        AMD 6.2069      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
დავიწყებული პიონერები: ვინ იყვნენ თანამედროვე გაჯეტების გამომგონებლები
4 აპრილი, 2018, 12:29
დავიწყებული პიონერები: ვინ იყვნენ თანამედროვე გაჯეტების გამომგონებლები

თბილისი (GBC) - ისტორიამ დაადასტურა, რომ სულაც არ არის საკმარისი რევოლუციური მოწყობილობის გამოგონება, მისი წარმატებული რეკლამირება და გაყიდვაც უნდა შეგეძლოს, რაც, როგორიც ჩანს, ყველა გამომგონებელს არ შეუძლია.

სწორედ ეს არის მიზეზი, რომ დღეს ცოტას თუ ახსოვს, რომ პირველი სმარტფონი და პლანშეტი Apple-ს არ გამოუგონებია.

ამიტომ თვალი გადავავლოთ ისტორიას და გავიხსენოთ თანამედროვე გაჯეტების წინაპრები, რომლებმაც კაცობრიობა შეცვალა.

პირველი მობილური ტელეფონი

დღეს ცოტას თუ ახსოვს, რომ პირველი მობილური ტელეფონი კომპანია Motorola-მ გამოიგონა. კომპანიამ, რომელსაც მარტინ კუპერი ხელმძღვანელობდა, ჯერ კიდევ 1973 წელს ახალი მოდელი Motorola DynaTAC 8000 წარადგინა, თუმცა, მისი მასობრივი გაყიდვა მხოლოდ 10 წლის შემდეგ დაიწყო. მობილური ტელეფონით შესაძლებელი იყო 30 წუთის განმავლობაში საუბარი,  ჰქონდა 6 საათით მოცდის რეჟიმი და 30 ნომრის დამახსოვრებაც შეეძლო. რევოლუციური მოწყობილობის ფასი თითქმის 4 000აშშ დოლარი იყო, რაც ძალიან მაღალ ფასად ითვლებოდა.

პირველი სმარტფონი

შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი თანამედოვე სმარტფონი, რა მახასიათებლებითაც ჩვენ ვიცით, iPhone-ია, თუმცა, ამ ტიპის მოწყობილობა Apple-ის გაჯეტის გამოჩენამდე ბევრად  ადრე გამოიგონეს, იმ დროს, როდესაც სიტყვა „სმარტფონი" არ არსებობდა. ეს იყო კომპანია IBM -ის მოწყობილობა Simon-ი, რომელიც 1994 წლით თარიღდება. მოწყობილობა აერთიანებდა ფიჭური ტელეფონისა და პეიჯერის ფუნქციებს, ასევე შეეძლო გაეგზავნა და მიეღო მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS), გარდა ამისა, ტელეფონს ჰქონდა სხვა  ბევრი აპლიკაცია: გამომთვლელი, კალენდარი, დღიური, ჩანაწერების წიგნაკი, მსოფლიო საათები - ყველაფერი, რაც შესაძლებელია იპოვო 2015 წლის ნებისმიერ ფლაგმანში. გარდა ამისა, ეს იყო მსოფლიოში პირველი სენსორულ ტელეფონი, რადგანაც ინტერფეისის მართვა შესაძლებელი იყო სპეციალური კალმის - Stylus -ის მეშვეობით.  მოწყობილობა 1000 აშშ დოლარზე ცოტა მეტი ღირდა, სულ დაახლოებით 50 000 მოწყობილობა გაიყიდა.

პირველი ნოუთბუქი

მსოფლიოში პირველ ნოუთბუქად ითვლება Toshiba-ს მოწყობილობა  T1100, რომელიც გაყიდვაში 1985 წელს გამოვიდა. მისი ტექნიკური მახასიათებლები IBM -ის პირველი პერსონალური კომპიუტერების მსგავსი იყო, რაც დღეს უკვე ღიმილის მომგვრელია: კომპიუტერს ჰქონდა  Intel 4 -ის პროცესორი - 4,77 მეგაჰერცის, 256 კოლობაიტი  მეხსიერებით, რომლის გაფართოება შესაძლებელი იყო 640 კილობაიტამდე, ასევე დისკეტის მიმღები. ნოუთბუქს მყარი დისკი არ ჰქონდა. T1100 4 კილოს იწონიდა და დაახლოებით 2 000 აშშ დოლარი ღირდა. აღსანიშნავია, რომ ეს ნოუთბუქი გადმოაკოპირეს საბჭოთა ინჟინრებმა და შექმნეს პირველი საბჭოთა პორტატული კომპიუტერი  - „ელექტრონიკა МС 1504".

პირველი პლანშეტი

ვინ შექმნა სინამდვილეში პირველი პლანშეტი ამის თქმა ძალიან ძნელია, ყველაფერი 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო,  1987 წელს გაყიდვაში გამოვიდა Linus Write-Top. Stylus -ის გამოყენებით მის ეკრანზე ხატვა იყო შესაძლებელი. 1993 წელს  Apple-მა გამოუშვა  MessagePad- პერსონალური კომპიუტერი, რომლის გამოყენება შესაძლებელია იყო ციფრული დღიურის სტილში. პირველი კომერციულად წარმატებული პლანშეტი კი, უდავოდ არის  PalmPilot -ი, პერსონალური კომუნიკატოირი 1997 წელით თარიღდება და თავის დროზე ძალიან პოპულარულიც იყო, სწორედ ის იწყებს PDA -ს ეპოქას.

პირველი კომპიუტერული „მაუსი"

ისტორიაში პირველი კომპიუტერული „მაუსი" ჯერ კიდევ 1960-იან წლებში შექმნა ცნობილმა ინჟინერმა დუგლას ენგელბარტმა. მან საკუთარი გამოგონება 1970 წლის 17 ნოემბერს დააპატენტა. პირველი „მაუსის" გამოყენება 1973 წლიდან დაიწყეს, Xerox -ის კომპიუტერისთვის, რომელსაც ერქვა Alto.  მუშაობის პრინციპი თანამედროვესგან არ განსხვავდება -  ზედაპირზე „მაუსის" მოძრაობით შესაძლებელი იყო კურსორის ეკრანზე მოძრაობა.

გამოყენებულია rbc. style -ის მასალა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები