ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8781        EUR 3.2002        GBP 3.7556        RUB 4.6888        UAH 1.1842        AZN 1.695        AMD 5.9994      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კოვზანაძე: მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს, რომ  ვადგავართ სწორ გზას
4 აპრილი, 2018, 13:58
კოვზანაძე: მაკროეკონომიკური პარამეტრები ადასტურებს, რომ  ვადგავართ სწორ გზას

თბილისი (GBC) - „ყველა  მაკროეკონომიკური პარამეტრი ადასტურებს, რომ ჩვენ ვადგავართ სწორ გზას და სახელმწიფოს არჩეული აქვს სწორი მიმართულებები. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ, საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სწორად დაგეგმა ის მაჩვენებლები, რომელიც ჩვენ დეკემბრის თვეში გავაკეთეთ“,- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძემ კოლეგებს 2018 წლის პირველი კვარტლის მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო.

„2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ჩვენ დაგეგმილი გვაქვს 4,5 %-იან ზრდაზე. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა მაღალია და 4,9% შეადგინა, ცალკე აღებული თებერვლის თვის ანალოგიური მაჩვენებელი არის უფრო მაღალი, 5,5%, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. როგორც ჩვენ ბიუჯეტის დამტკიცების დროს ვამბობდით და მე, პერსონალურად ვფიქრობდი, ჩემი პროგნოზი გახლდათ, რომ ჩვენ  გვექნება 5%-იანი ზრდა და ეს პრაქტიკულად დასტურდება ამ თვეების მონაცემებით.

ეს განპირობებულია ძირითადად იმითაც, რომ ქართული ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნად აჭარბებს ბოლო პერიოდში, ვიდრე იმპორტის ზრდა. იანვარ-თებერვალში ექსპორტი გაიზარდა 25,5 %-ით, ხოლო იმპორტი მხოლოდ 13,3%-ით", - ამბობს დეპუტატი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ინფლაცია, 2017 წლის განმავლობაში  საქართველოს მოსახლეობისთვის მტკივნეული პროცესი იყო, 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში კი პროცესი კარგად მიდის.

„ინფლაციის თარგეთი გვაქვს ეროვნული ბანკის გათვლით, პრაქტიკულად, 3 %-ის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტით, 3,5 %-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში ჩვენ მივაღწევთ იმ თარგეთს, რაც გვაქვს და  ამ ციფრების  ფარგლებში ჩავჯდებით“-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ  შემცირებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რაც სწორად დაგეგმილი მაჩვენებლების, ექსპორტისა და ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდითაა განპირობებული.

„მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი  მემკვიდრეობითი პრობლემაა ყველა იმ მთავრობისთვის, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვყავს.  2017 წლის განმავლობაში, პრაქტიკულად შეგვიმცირდა მიმდინარე წლის ანგარიში და 8,7%-ის ფარგლებამდე ჩამოვიდა. აღნიშნული მაჩვენელი წლების განმავლობაში იყო 12 %. ეს ძირითადად განპირობებულია ექსპორტის იმპორტთან ზრდით, ტურიზმის მნიშვნელოვანი ზრდით. როგორც თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენი ტურიზმიდან შემოსავალი პრაქტიკულად, 2017 წლის განმავლობაში თითქმის 3 მილიარდია. ტურისტების რაოდენობამ თითქმის 6 მილიონი შეადგინა. პრაქტიკულად, ამან განაპირობა ის, რომ მიმდინარე ანგარიში გაგვიუმჯობესდა თითქმის 530 მილიონი დოლარით. ეს ახდენს გავლენას სავალუტო კურსის სტაბილურობაზე, რაც აისახება ლარის დოლართან მიმართებაში, რასაც საქართველოს მოსახლეობა დღევანდელ დღეს გრძნობს“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პირველი კვარტლის მდგომარეობით, გეგმა გადაჭარბებულია და ყველა წარმოდგენილი პარამეტრი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას პრობლემა არ შეექმნება.

„ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, დაგეგმილი გვქონდა ბიუჯეტის შესრულება და შემოსულობებმა შეადგინა 2,961 მლნ. ლარი, პირველი სამი თვის განმავლობაში. ოპერატიული მონაცემებით, რომელიც პირველი აპრილის მდგომარეობით გვაქვს, პირველი კვარტლის მდგომარეობით, გეგმა არის გადაჭარბებული 213 მილიონი ლარით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება“,-განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები