ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.684        EUR 3.0474        GBP 3.5662        RUB 4.1721        UAH 0.988        AZN 1.5828        AMD 5.517      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანია Hut 8 კანადის  ბირჟაზე დაილისტა
4 აპრილი, 2018, 14:09
კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანია Hut 8 კანადის  ბირჟაზე დაილისტა

თბილისი (GBC) - Bitfury Group -ის შვილობილმა  კრიპტოვალუტების მაინინგის კომპანიამ Hut 8 კანადის საფონდო ბირჟაზე აქციები განათავსა.

კომპანიამ TSX Venture Exchange-ზე ვაჭრობა მარტში დაიწყო და პირველი ტრანზაქცია უკვე დაასრულა.

მხარეებმა თანხმობა TSXV -სგან 22 თებერვალს მიიღეს. ამ დროისთვის კომპანიას ჯამში 82,380,000  საერთო აქცია ჰქონდა გამოშვებული და 1,374,000  აქციის შესყიდვის გარანტიას ფლობდა.  აქციების 43.17%-ს Bitfury ფლობს.

Hut 8-მ და Bitfury ჯგუფმა თანამშრომლობა გასულ წელს დაიწყეს. The Bitfury Group არის ბლოქჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში.

Hut 8 ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილი დატაცენტრის ოპერატორი კომპანია იქნება. კერძოდ, კომპანიები  ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მსხვილ ბიტკოინ მაინინგის დატაცენტრს ქმნიან. მონაცემთა ცენტრს პროგრამულ უზრუნველყოფას და საოპერაციო მომსახურებას ექსკლუზიურად Bitfury შესთავაზებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები