ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სასტუმრო Sheraton-ის გახსნის ახალი თარიღი დასახელდა 
9 აპრილი, 2018, 20:24
სასტუმრო Sheraton-ის გახსნის ახალი თარიღი დასახელდა 

თბილისი (GBC) -  5 - ვარსკვლავიანი სასტუმრო Sheraton-ის გახსნის ახალი თარიღი დასახელდა- ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმროს რენოვაცია სექტემბერში დასრულდება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ამის შესახებ რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.  მისივე ინფორმაციით გაზრდილია რენოვაციისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც - 45 მილიონიდან 51 მილიონამდე.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან. საერთო ჯამში, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს  მიმდინარე პროექტების მოცულობა 220 მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის „თბილისი მოლი“, რომელიც ყველა თბილისელისა და ტურისტისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილია. ასევე სასტუმრო „შერატონი“, რომლის რენოვაციაც მიმდინარეობს და სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. „შერატონის“ რენოვაცია საერთო ჯამში, 51 მილიონი დოლარი დაჯდება,  ამავე დროს მხოლოდ გასართობი ცენტრის მიმართულებით დამატებით კიდევ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, სასტუმრო, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა.

„შერატონ მეტეხი პალასი" რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის - საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა (საწყისი ფასი  $25 მლნ,  აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები