ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4479        EUR 2.866        GBP 3.2462        RUB 3.9322        UAH 0.9338        AZN 1.4438        AMD 5.085      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
Georgian Airways –ი მგზავრთნაკადით ბაზრის ლიდერი გახდა  
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
ევექსის ქსელში რადიოლოგიური კვლევები უახლესი თაობის აპარატებით ხორციელდება
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
Fitch-მა საპარტნიორო ფონდს რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურამდე გაუზარდა
11 აპრილი, 2018, 16:57
Fitch-მა საპარტნიორო ფონდს რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურამდე გაუზარდა

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა „საპარტნიორო ფონდს“  რეიტინგის პროგნოზი გაუზარდა და „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გადაიყვანა.

ფონდის ცნობით, აღსანიშნავია, რომ Fitch-ის რეიტინგებში „საპარტნიორო ფონდის“ რეიტინგი ყოველწლიურად უტოლდება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს და ამჟამად იგი "BB-"-ს შეადგენს. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით, ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან, „საპარტნიორო ფონდთან“ მჭიდრო თანამშრომლობით არის განპირობებული.

Fitch-ი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ სახელმწიფო კორპორაციას და ნახევრად-საბიუჯეტო საწარმოს, რომელიც ფლობს ისეთ სტრატეგიულ სახელმწიფო კომპანიებს, როგორებიცაა სს „საქართველოს რკინიგზა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ინტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას (SME) ინვესტიციების კაპიტალის სახით მიწოდებით.  

რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესების მიზეზად, აგრეთვე, სახელდება 2015 წლის ზარალის შემდეგ, 2016 და 2017 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ მოგებაზე გასვლა. გარდა ამისა, „საპარტნიორო ფონდი“ 2018 წლის განმავლობაში ელოდება დაახლოებით, 70 მილიონი ლარის დივიდენდის სახით მიღებას შვილობილი საწარმოებიდან. 

 „საპარტნიორო ფონდის“ ლიკვიდურობის შეფასებისას, Fitch-ი აღნიშნავს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ამჟამად კარგად ემსახურება საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი Credit Suisse-ისგან აღებულ სესხს, რომლის ძირი თანხაც 130 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული სესხის დაფარვის ვადა 2020 წელია.

მნიშვნელოვანია, რომ „საპარტნიორო ფონდისთვის“ ამ ეტაპზე „BB- პოზიტიური პროგნოზით“ წარმოადგენს მაქსიმუმს, რაც შეიძლება მიღწეულ იქნას Fitch-ისგან. გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც სახელმწიფო საწარმო თავად სახელმწიფოზე მჭიდროდაა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან, ფონდის ტიპის საწარმოებისთვის სუვერენული რეიტინგი ზედა ზღვარს წარმოადგენს.   

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები