ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4351        EUR 3.0125        GBP 3.463        RUB 3.9843        UAH 0.9284        AZN 1.4322        AMD 5.0689      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Stadler Kiss  მატარებლებში ვენდინგ -აპარატები განთავსდება
12 აპრილი, 2018, 11:36
Stadler Kiss  მატარებლებში ვენდინგ -აპარატები განთავსდება

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზა ორსართულიან მატარებლებში კვების პრობლემას  ვენდინგ - აპარატების განთავსებით მოაგვარებს.

კომპანია სპეცაპარატებს, მატარებლების ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით,  ესპანური Azkoyen-ისგან შეიძენს, რაც GRS ტიპის მატარებლების მწარმოებელ Stadler -თან უკვე შეთანხმდა,

„საქართველოს რკინიგზა“ აპარატების შეძენას გამარტივებული გზით გეგმავს, გასული წლის სექტემბერში გამოცხადებული 2  ჩაშლილი აუქციონის შემდეგ.

"საქართველოს რკინიგზა" შეძენილი აპარატების დაინტერესებული პირებისათვის მიიჯარებას გეგმავს.

გეგმის მიხედვით,  ყოველი მატარებლის ბიზნეს და ეკონომ ვაგონში განთავსებული უნდა იყოს აღნიშნული აპარატები, შესაბამისად, თითოეული მატარებლისთვის საჭიროა 2 ერთეული აპარატი.

„იმის გათვალიწინებით, რომ ზაფხულის სეზონი მოახლოებულია, რომლის დროსაც საგრძნობლად იზრდება მგზავრთა ნაკადი, GRS ტიპის მატარებლებში კვების პრობლემის მოუგვარებლობა საგრძნობლად დააზარალებს კომპანიის იმიჯს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს შავი ზღვის მიმართულებით  მოძრავი მგზავრების გადასროლა სხვა ტიპის ტრანსპორტზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მგზავრთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულა საპრეტენზიო ზარები ჩვენი კომპანის „ქოლ-ცენტრში“ მგზავრობისას კვების საკითხის მოუგვარებლობასთან დაკავშირებით”, - ნათქვამია კომპანიის განმარტებით ბარათში.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები