ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4351        EUR 3.0125        GBP 3.463        RUB 3.9843        UAH 0.9284        AZN 1.4322        AMD 5.0689      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი კვირიკაშვილმა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის ახალი ინიციატივა გააჟღერა
12 აპრილი, 2018, 18:14
გიორგი კვირიკაშვილმა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის ახალი ინიციატივა გააჟღერა

თბილისი (GBC) - მინდა გითხრათ, რომ მთავრობა და ეკონომიკური გუნდი მუშაობს ძალიან აქტიურად, რათა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალში ინექციების წახალისება მოხდეს, ანუ ის პროექტები, რომლებიც იქნება კომერციულად სიცოცხლისუნარიანი და რომლებსაც კაპიტალის, ანუ თანამონაწილეობის ნაკლებობა ექნებათ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი ტალღა,“ - ამ ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალგაზრდა ფერმერებთან და მეწარმეებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც პროექტის - „ახალგაზრდა მეწარმე“ პრეზენტაციის ფარგლებში შედგა.

„უფრო კონკრეტულად ვგულისხმობ შემდეგს - როდესაც დამწყები მეწარმე ან მცირე მეწარმე მივა კომერციულ ბანკში, მისი პროექტი იქნება  განხილული საკრედიტო დეპარტამენტის მიერ და იგი მიიღებს პროექტის მოწონებას, მაგრამ მას არ ექნება საკმარისი თანამონაწილეობა, ანუ კაპიტალი, ამ წინაპირობით მას ექნება უკვე უფლება, რომ მიმართოს ამ პროგრამას. საუბარია იმაზე, რომ პროექტი კარგია იმ პირობით, რომ თანამონაწილეობა უნდა იყოს ამდენი... ვისაც ბანკთან გქონიათ ურთიერთობა, მგონი ყველასთვის გასაგებია რაზეც ვსაუბრობ.  რათქმაუნდა, ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ისეთ მეწარმეს, რომელსაც საერთოდ არ ექნება თანამონაწილეობა და ჩვენ ამის წინააღმდეგნი ვართ, რომ პროექტმა ასეთი მეწარმეები დააფინანსოს. საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა,  ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას  არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ.

ეს არის ძალიან ზოგადად. პროგრამის დიზაინი და საბიუჯეტო მოცულობა დგინდება. იქ არის კიდევ პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებებს აირჩევს სახელმწიფო, რომ კონკრეტულად იმ მიმართულებებით მოახდინოს წახალისება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროექტი იმ პროექტებს შორის, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უდიდესი საჭიროებაა დღეს ქვეყანაში - არსებობს სიმრავლე ჯანსაღი პროექტების, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ძალიან წარმატებული ახალი პროექტი და სადაც თანამონაწილეობის ნაკლებობის გამო პროექტები პრაქტიკულად „იბრაკება“ კომერციული საბანკო სექტორის მიერ. ამიტომ ასეთ პროექტებს პრიორიტეტული მიმართულებებით სახელმწიფო წაახალისებს.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი საპარტნიორო ფონდთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე და ვფიქრობთ, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი. ჩვენი პროექტების ერთობლიობა ქმნის იმ გარემოს, იმ ეკოსისტემას, რომელშიც ახალგაზრდა, ფაქტიურად, ყველანაირად იქნება წახალისებული და ყველა პირობა იქნება შექმნილი, რომ გახდეს არა დასაქმებული, არამედ დამსაქმებელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები