ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4351        EUR 3.0125        GBP 3.463        RUB 3.9843        UAH 0.9284        AZN 1.4322        AMD 5.0689      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა შემთხვევაში შეიძენენ  უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო მიწას
13 აპრილი, 2018, 15:27
რა შემთხვევაში შეიძენენ  უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო მიწას

თბილისი (GBC) –  უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო მიწის შეძენის რეგულაციები ცნობილია.

კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის აგრარულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი ოთარ დანელია იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რა შემთხვევაში მოხდება უცხოელებისთვის მიწის მიყიდვა და აღნიშნავს, რომ  პროცედურების შემოღების მიუხედავად, მიწის იჯარით გაცემა არ შეიზღუდება.  

დანელიას თქმით, „სასოფლო მიწის შესახებ ორგანული კანონით“ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი საქართველოში სასოფლო მიწას ვერ შეიძენს, შეუძლია მხოლოდ იჯარით აიღოს.

თუ უცხოელებს მაინც სურთ საქართველოში სასოფლო მიწის შეძენა, მან უნდა დააფუძნოს საქართველოში კომპანია,სადაც მისი, ან სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების  წილობრივი მონაწილეობა 49%-ს არ აღემატება. ქართველი პარტნიორის (ან პარტნიორების) წილი 51% ან მეტი უნდა უყოს.

დიდ პროექტების შემთხვევაში როგორიც არის მაგალითად ჰესი, ან პორტი, სადაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია იდება და კონსორციუმში უდიდესი წილი აქვს უცხოელ ინვესტორებს,  მთავრობას ექნება მიწის მიყიდვაზე გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა.

TV პირველის ეთერში (ანალიტიკა) დანელიამ აღნიშნა, რომ მიწის გასხვისების დროს აუცილებელია სწორი კომუნიკაცია მოხდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან და გათვალისწინებული  იყოს თემის, სოფლის თუ რაიონის ინტერესები, როდესაც კომპანია სადაც ინვესტორები ფლობენ 49% მიწის შეძენას მოახდენენ.   „გვინდა სრული სპექტრი იყოს დაცული“, - ამბობს დანელია.  

კანონმდებელი ამბობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) კრიტიკულ მასას არ წარმოადგენს სოფლის მეურნეობაში, უფრო მეტიც,  ადგილობრივი ინვესტიციების ბევრად აღემატება FDI-ს.  

ექს-სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისიც აღნიშნა, ახალი კანონით ნებისმიერი ნასყიდობა ითვალისწინებს ვალდებულებას.

"თუ მე, საქართველოს მოქალაქე კანონის მიღების შემდეგ ვიყიდი მიწას, მე მექნება ინვესტიციის ვალდებულება. ჩვენ  რეტროაქტიულად არ ვეხებით მათ, ვისაც აქამდე ჰქონდა შეძენილი მიწა, მაგრამ ყველას მოვთხოვთ მიზნობრივ დამუშავებას  ", - განაცხადა დანელიამ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები