ოქრო NYMEX(უნც.)  1.245.05  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  789.35  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  14.540  +0.12%    |    პალადიუმი NYMEX  1.144.80  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10.925.00  +0.53%    |    ალუმინი (ტონა)  1.969.50  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  59.48  -0.97%    |    გაზი(NYMEX)  4.266  -1.41%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.66  -0.47%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  106.40  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  515.62  +0.12%    |   
 USD 2.6609        EUR 3.0286        GBP 3.3562        RUB 4.0071        UAH 0.9603        AZN 1.5694        AMD 5.483      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მამუკა ბახტაძე: მოსახლეობის ჭარბვალიანობა თუ არ შემცირდა, კანონმდებლობა გამკაცრდება წელსვე
15 აპრილი, 2018, 22:04
მამუკა ბახტაძე: მოსახლეობის ჭარბვალიანობა თუ არ შემცირდა, კანონმდებლობა გამკაცრდება წელსვე

თბილისი (GBC) -  ფინანსთა მინისტრი საბანკო სექტორთან შეხვედრას აანონსებს.

"არსებობს კითხვები, მათ შორის მძაფრი კითხვები და ამ კითხვებს სჭირდება პასუხის გაცემა, -ამბობს ფინანსთა მინისტრი და რეფორმის დაანონსების შემდეგ დაწყებულ „ჯანსაღ დისკუსიაზე“ აღნიშნავს.

ბახტაძე ელის, რომ ორშაბათის შეხვედრაზე საუბარი იქნება ძალიან საგნობრივი და პრინციპული.

„ტელეიმედის“ ეთერში საკითხზე საუბრისას მინისტრმა მოსახლეობის ჭარბვალიანობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რა შემთხვევებში არიან ბანკები ეკონომიკის განვითარების მუხრუჭნი.

„მე სრულიად ვიზიარებ იმ ექსპერტების  მოსაზრებას, რომლებიც საუბრობენ საზოგადოებაში ჭარბვალიანობის პრობლემაზე.  ეს ტენდენცია დაიწყო 2008 წლიდან და მოხდა ისე, რომ ჩვენ, ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის  მოსვლამდე ვერ დავიწყეთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეალური ნაბიჯების გადადგმა. 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც გარკვეულწილად უნდა დააბალანსოს მოსახლეობაში ჭარბვალიანობა. მაგრამ თუ ეს არ იქნება საკმარისი კანონი აუცილებლად გამკაცრდება და გამკაცრდება წელსვე“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, „საბაზრო ეკონომიკაში ბანკები და საბანკო სისტემა არის მთავარი ენერგიის და სისხლის მიმცემი მეწარმეების და კომპანიებისთვის, რომ მათ, თავის მხრივ, განავითარონ რეალური ეკონომიკა და შექმნან დოვლათი. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც ხდება ამ პრიორიტებების აღრევა და იმის ნაცვლად, რომ დაფინანსდეს კონკურენტუნარიანი, სიცოცხლისუნარიანი პროექტები, იქნას დაცული ამ პროექტის ავტორი მეწარმეების ინტერესი, ხდება ფოკუსირება წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული  სესხების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის, მაშინ იქმნება სიტუაცია, როდესაც სისტემა არის არა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, არამედ ის არის ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი. ეს არის ძალიან მძიმე და კლასიკური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დაგვემართა,  საზოგადოებაში ეს განცდაა, ონლაინ და სწრაფი სესხების შემთხვევაში“ . 

 მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ  „ამას სჭირდება ადექვატური ნაბიჯების გადადგმა და რეაგირება“.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები