ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4791        EUR 3.0282        GBP 3.4564        RUB 4.0254        UAH 0.9493        AZN 1.4632        AMD 5.1327      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა
16 აპრილი, 2018, 10:53
დავით საგანელიძემ თბილისს ნერგები აჩუქა

თბილისი (GBC) - საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ რაჭაში მდებარე საკუთარი ეზოდან უნიკალური ჯიშის 3000-ზე მეტი ფიჭვის ნერგი  გამწვანების მიზნით, თბილისს აჩუქა.

ფიჭვის ნერგები თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიასა და  ლისის  ტბის  მახლობლად, „ფრანგული კინო-სკოლის“ ფილიალის ტერიტორიაზე დაირგა.

ხეების დარგვის პროცესში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლებმა, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ვანგ შენგსინმა და ფრანგული კინო-სკოლის დირექტორმა, რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა მიიღეს.

დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ მისი ინიციატივა მიზნად ისახავს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ზოგადად, თბილისის გარშემო რეკრეაციული ზონის გაფართოებაში  წვლილის შეტანას.

"მეხუთე წელია გრძელდება ეს ტრადიცია. ჩემი ეზოდან გადმომაქვს ნერგები და ამ აქციით ვცდილობ,  ჩემს შვილებთან ერთად, მცირეოდენი წვლილი შევიტანო თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიზრუნოთ მწვანე საფარის შენარჩუნებაზე, რათა ჩვენც და ჩვენმა შვილებმაც ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ,“ - აღნიშნა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„გაამწვანე შენი ქალაქი“ აქციას ტრადიციას საფუძველი კომპანია „ჰუალინგის“ პრეზიდენტისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაჭაში სტუმრობის დროს ჩაეყარა. თბილისის ზღვაზე „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ათი ათასობით უნიკალური ჯიშის ნერგი უკვე დაირგა.

 დავით საგანელიძემ 5000-მდე უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი გასულ წელს თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დარგო. გამწვანებულ ზონას „რაჭის ხეივანი“ დაერქვა. უნიკალური ჯიშის ფიჭვის ნერგი ლისი დეველოპმენტის ტერიტორიაზე მდებარე რეზო გელაშვილის სახელობის პარკშიც დაირგა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები