ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6972        EUR 3.0921        GBP 3.5155        RUB 4.1098        UAH 0.9568        AZN 1.5913        AMD 5.5704      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გიორგი შაგიძე: ფინანსებზე დაბალი წვდომა არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალობა ბანკების ბრალია  
ნინო შუბითიძე
16 აპრილი, 2018, 14:11
გიორგი შაგიძე: ფინანსებზე დაბალი წვდომა არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალობა ბანკების ბრალია  

 

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორი მზადაა სასტარტო კაპიტალის რეფორმაში ჩაერთოს, - განაცხადეს ბანკირებმა ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მინისტრმა გუშინ  „საგნობრივი და პრინციპული“ შეხვედრის სურვილი გამოთქვა და როგორც ჩანს, მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებასაც მიაღწიეს.

შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს ბანკის CEO -მ კახა  კიკნაველიძემ განაცხადა, რომ „ფინანსთა მინისტრთან კონსტრუქციული საუბარი გაიმართა“, თუმცა, კონკრეტული დეტალები როგორი იქნება სახელმწიფოს მონაწილეობა მცირე ბიზნესის კაპიტალში, რამაც ბანკებს მათი დაფინანსებისას რისკები უნდა შეუმციროს, კვლავ უცნობია.

ბანკირები ამბობენ, რეფორმის მიზანი კაპიტალზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა და რომ დეტალების და წინადადებების მოსამზადებლად 2 -3 კვირიანი ვადა დასახელდა.   

ის, რომ  კაპიტალის წვდომის ნაწილში საქართველო მსოფლიოში ბოლო რიგებშია, ბანკირებიც აღნიშნავენ.

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე  გიორგი შაგიძე ამბობს: „ფინანსებზე ხელმიუწვდომობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალობა არის ბანკების ბრალია“.

„ჩვენ რა თქმა უნდა ვთვლით, რომ არის ბევრი თემა, რომელიც შეიძლება უკეთ გაკეთდეს, მაგრამ საბანკო სექტორი დღეს არის ფლაგმანი ეკონომიკის,  ყველა მიმართულებით, ეს იქნება კორპორატიული მართვა, მენეჯმენტის ხარისხი, ზრდა, გამჭვირვალობა “ , - აღნიშნა გიორგი შაგიძემ.

ის არც ბოლო დღეებში გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება ბანკების  ეკონომიკის  დამმუხრუჭებლის  სტატუსთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორი ეკონომიკის ფლაგმანია ზრდით, გამჭვირვალობით და ყველა სხვა მახასიათებლებით.

გიორგი შაგიძემ სტატიტიკა და გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ანგარიშები მოიხმო. თქმა, რომ  მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება  გაიზარდა   21%-ით. მასთან მსოფლიო ბანკის შეფასებით,  საქართველოსესხის ხელმისაწვდომობით 44-ე ადგილზეა, რეიტინგში, ლიტვის წინ. მაგრამ კაპიტალის წვდომის ნაწილში საქართველო არის 131 ადგილზე.

"ეგ კითხვა პროფილაქტიკაში", - ასე პასუხობს საბანკო სექტორის ლობი ზურაბ გვასალია კითხვას არის თუ არა საბანკო სექტორი ეკონომიკის მუხრუჭი. 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები