ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6972        EUR 3.0921        GBP 3.5155        RUB 4.1098        UAH 0.9568        AZN 1.5913        AMD 5.5704      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მომგებიანობას მოგებაში ურევენ; სტარტაპს მცირე ბიზნესში - არასწორი აქცენტების ფონზე მთავარი გამოწვევები ყურადღების მიღმაა
ნინო შუბითიძე
16 აპრილი, 2018, 22:10
მომგებიანობას მოგებაში ურევენ; სტარტაპს მცირე ბიზნესში -  არასწორი აქცენტების ფონზე მთავარი გამოწვევები ყურადღების მიღმაა

თბილისი (GBC) – საფინანსო სექტორის  გამჭვირვალე ფლანგი  - საბანკო , დანარჩენების გამოაშკარავებას ითხოვს.

უსამართლობაზე ტარიელ გვალია  (ბანკირი 30-წლიანი გამოცდილებით)  ამახვილებს ყურადღებას.  მისი თქმით,  ითვლება  შემოსავლები და  იზომება მოგება, აღმატებულია  (ზე) თუ დასაშვები (გონივრული), იმ სექტორის, რომელიც ღიაა და  დაანგარიშებაც შესაძლებელია.

მსხვილი ნაციონალური კომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე  კი არავინ ლაპარაკობს,  რადგან  დახურულია და არც იმაზე ამახვილებს ვინმე ყურადღებას,  რატომ ხურავენ. 

მისი  თქმით  ბანკების „წაღმა-უკუღმა“  ხსენება მიზანშეუწონელია, თუმცა აქტიური საბანკო საქმიანობიდან  პასიურში გადანაცვლების შემდეგაც,  ბანკირი, სამთავრობო განცხადებების მხოლოდ საქმიან ნაწილზე საუბრობს. იმაზე რომ, პრემიერიც და მინისტრიც სტარტაპებს გულისხმობდა, რომლის დაფინანსების რისკის გაზომვა საბანკო სექტორს ფუნქციურად არ მოეთხოვება და არც  მოუთხოვიათ.   პრობლემა აღქმის  ნაწილში  ყოფილა, რისი მიზეზიც, საზოგადოებაში, ასევე ბიზნესში, თანამედროვე ცოდნის უკმარისობაა.  

მისი თქმით,  მთავრობის  მხრიდან დამაბნევებელი განცხადებები არ იყო საჭირო,  თუმცა დიდად არაფერი  დაშავდა. ასეთი მიდგომები დამახასიათებელია,  რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის  და ეს არც  ინვესტორებს უკვირთ.

მისივე თქმით  საზოგადოებას, მათ შორის  კერძო სექტორს,  ასევე მედიას   ბიზნესპრობლემების არსებითი  განხილვისთვის კვალიფიკაცია არ ჰყოფნის,  შედეგად  ის მხოლოდ ზედაპირულ ხასიათს იძენს.

მაღალკვალიფიციური ფინანსისტი აღნიშნავს, რომ არასწორი აქცენტებიც  ამის შედეგია, რომ მომგებიანობას მოგებაში ურევენ;   სტარტაპს, მცირე ბიზნესში;  საცალო სეგმენტის   ჭარბვალიანობას, ზოგად ჭარბვალიანობაში, ...  მთავარი გამოწვევები კი ყურადღების მიღმა რჩება, ის რომ ფიზიკური პირების ჭარბვალიანობა  სოციალური ხასიათისაა და მათ მდგომარეობას არტყამს,  კორპორაციულის,  კი ქვეყნის ეკონომიკას.  მწუხარება გამოთქვა, რომ  რომ ფინანსთა მინისტრის განცხადების ეს ნაწილი ბუნდოვანი იყო.  ის, სტარტაპსა და  ბიზნესზე საუბრისას, ფიზიკური პირების ჭარბვალიანობაზე აღნიშნავდა.

სტარტაპ მხარდაჭერის მასშტაბიც  არაადექვატურად აღიქვეს. ასეთი პროექტი, სულ,  რამდენიმე იქნება. 

მასშტაბის, რისკის, დანიშნულების და სხვა  ყველა მახასიათებლის გააზრების შემთხვევაში, მთავრობის ინიციატივას ინტერპრეტაციები აღარ მოჰყვებოდა.  

ტარიელ გვალია   ცვლილებების დაგვიანებაზეც ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის ბოლოდროინდელზე,  მცირე  ბიზნესისთვის ბრუნვის ზედა ზღვრის გაზრდაზე, რომელიც  გაზრდას კიდევ საჭიროებს, და რაც ეკონომიკაზე იმუშავებს.

კაპიტალის ბაზრის განვითარება კი მისი აზრით უიმედოდ დაგვიანებულია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები