ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4402        EUR 3.0017        GBP 3.4343        RUB 3.9729        UAH 0.9327        AZN 1.4426        AMD 5.0891      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვადიმ ხატიაშვილი: რეგიონულ ჰოსპიტალში არსებული უახლესი თაობის აპარატურით  საქართველოში პირველები ვართ   
16 აპრილი, 2018, 22:36
ვადიმ ხატიაშვილი: რეგიონულ ჰოსპიტალში არსებული უახლესი თაობის აპარატურით  საქართველოში პირველები ვართ    

თბილისი (GBC) - ვადიმ ხატიაშვილი - ექიმ გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი და მედიცინის აკადემიური დოქტორია. 1991 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტერნატურა გაიარა. 1994-1996 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საშვილოსნოს ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით.

 „ეს იყო საშვილოსნოს ენდოსკოპიური მეთოდით ამოკვეთის საკითხზე პირველი დისერტაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში.  1996 წლიდან კათედრაზე ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. შემდეგ თბილისში დავბრუნდი და სამედიცინო საქმიანობა საქართველოში გავაგრძელე დღეს რეგიონული ჰოსპიტალის ოპერაციული გინეკოლოგიის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობ. ვარ ექიმი გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი.“ - ვადიმ ხატიაშვილი.

რატომ შეაჩერეთ არჩევანი რეგიონულ ჰოსპიტალზე და რით განსხვავდება ის სხვა კლინიკებისგან?

–  მედიცინაში და განსაკუთრებით ჩემს სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიები. რეგიონულმა ჰოსპიტალმა შეიძინა ბოლო თაობის აპარატურა.  ესაა ფირმა "KARL STORZ"-ის 3D–გამოსახულების დანადგარები, 3D– მონიტორები, 3D– კამერები. საშვილოსნოს შიდა ქირურგიისთვის უახლესი აპარატები გვაქვს, მაგალითად, ჰისტეროსკოპები, ჰისტერორეზექტოსკოპები, შეივერები, ტროფისკოპები. მსგავსი აპარატურა დღეს საქართველოში არავის არ აქვს და ჩვენ პირველები ვართ. აღნიშნული უახლესი ტექნიკით ჩვენ შეგვიძლია უფრო მაღალ დონეზე გავაკეთოთ ოპერაციები. თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავარია ჩვენ როგორ ვიმუშავებთ. მთავარი მაინც ექიმია. ექიმის პროფესიონალიზმი და საქმის მიმართ მისი მიდგომა. ჩვენს კლინიკას გააჩნია ძლიერი დიაგნოსტიკური ბაზა, რადიოლოგია ჩვენთან მძლავრადაა განვითარებული, გვაქვს უახლესი თაობის ულტრაბგერის  კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის  აპარატები.

როგორია თქვენი მიდგომა?

მთავარი პაციენტია. ჩემს განყოფილებაში იქნება წესრიგი და პაციენტი უზრუნველყოფილი იქნება ყველანაირი მაღალხარისხიანი წამლით.

გარდა იმისა, რომ გვაქვს უახლესი ტექნიკა, რეგიონული ჰოსპიტალის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მხარე ისაა, რომ კლინიკა მრავალპროფილურია. ეს არის არსებითად მნიშვნელოვანი, რადგან მე ვაკეთებ ძალიან რთულ ოპერაციებს. მაგალითად, ღრმა ენდომეტრიოზის დროს ჩვენ ხშირად გვჭირდება უროლოგის და ქირურგის დახმარება. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ეს არის მრავალპროფილური კლინიკა და აქ არიან ქირურგიისა და უროლოგიის მაღალი დონის სპეციალისტები.

- რა სერვისებს სთავაზობს რეგიონული ჰოსპიტალის გინეკოლოგიური განყოფილება პაციენტებს?რა ტიპის ოპერაციებს აკეთებთ?

–პაციენტებს ყველანაირ გინეკოლოგიურ მომსახურებას ვთავაზობთ. აქ არის მაღალი დონის ამბულატორია და დიაგნოსტიკა,  სადაც პაციენტებს უტარდებათ გინეკოლოგიური კვლევები.  სრულდება ყველა სახის ქირურგიული ჩარევა ლაპარასკოპიული მეთოდით. ღია წესით კეთდება მხოლოდ ისეთი ოპერაციები, როცა სიმსივნის მოცულობა ძალიან დიდია.

რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ყველაზე ხშირად?

–პრემენოპაუზალური ასაკის. ესაა დაახლოებით 45-46 წლის ასაკის პაციენტები. ყველაზე დიდი რაოდენობით საშვილოსნოს მიომისა და ენდომეტრიოზის ოპერაციას ვაკეთებთ. ზოგადად,  საშვილოსნოს მიომა ყველაზე გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა მსოფლიოში. ჩვენს მიერ ჩატარებული ოპერაციების დაახლოებით 30% ეს არის რეპროდუქციული მიმართულებით ოპერაციები.

რა რეკომენდაციებს მისცემდით ქალბატობნებს?

–სკრინინგი და ექოსკოპია.  ეწყება თუ არა მენსტრუალური ფუნქცია ბავშვს (12-13 წლის ასაკიდან) წელიწადში ერთხელ მშობელმა უნდა ჩაუტაროს ულტრაბგერითი კვლევა და ზოგადად, ყველა ქალბატონმა გარკვეული პერიოდულობით უნდა მიმართოს სარძევე ჯირკვლისა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგს. ყველა ასაკის ქალბატონისათვის ნაჩვენებია ყოველწლიურად ულტრაბგერითი გინეკოლოგიური კვლევის ჩატარება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები