ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6188        EUR 3.0593        GBP 3.4414        RUB 3.8673        UAH 0.9301        AZN 1.5407        AMD 5.3996      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შავ ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა, საქართველო  ლიდერთა შორისაა  
17 აპრილი, 2018, 12:38
შავ ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვები გაიზარდა, საქართველო  ლიდერთა შორისაა  

თბილისი (GBC) – შავ ზღვაზე საკონტეინერო გადაზიდვები 2017 წელს 12.75%-ით გაიზარდა.

steelguru.com  -ის მონაცემებით, უკრაინის, რუმინეთის, რუსეთის, საქართველოს და ბულგარეთის პორტებმა 2 752 709 TEU კონტეინერი გადაამუშავეს, მათ შორის 739 661 ცარიელი კონტეინერი იყო. დატვირთული კონტეინერების გადამუშავება 5-ვე ქვეყანაში წლიურად, 12.75%-ით არის გაზრდილი.

კონტეინერების გადამუშავებაში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა რუსეთსა და საქართველოში, სადაც ზრდა შესაბამისად, 22.06%-ით და 17.61% -ია. 

დატვირთული კონტეინერების წილი 73.13% იყო, ცარიელის -  26.87%.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოდან ექსპორტზე გატანილი კონტეინერების მოცულობა 5.99% იყო გაზრდილი, იმპორტის - 19,72.

აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო ტერმინალების TOP-5-ში  ცვლილებაა. პირველ ადგილზეა რუმინეთში, კონსტანცაში მდებარე ტერმინალი DPW, მეორე ადგილზე დაწინაურდა ფოთის პორტი APMT Poti, მესამეზეა რუსული NUTEP, რომელიც მეოთხე ადგილიდან დაწინაურდა, ხოლო მეოთხეზე გადაინაცვლა უკრაინაში, ოდესაში მდებარე CTO -მ, რომელიც წინა რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა. რუსული NLE მეხუთე ადგილზეა.

რაც შეეხება წამყვან ოპერატორ კომპანიებს, საკონტეინერო ხაზებში ლიდერობას ინარჩუნებს MAERSK-ი, შემდეგ მოდიან: MSC, ARKAS, COSCOCS და CMA CGM.

ეს კომპანიები ბაზრის 73.38% აკონტროლებენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები