ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გაზელის ფონდმა  კომპანია პრაიმ ბეტონში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო  
28 აპრილი, 2018, 10:08
გაზელის ფონდმა  კომპანია პრაიმ ბეტონში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო   

 

თბილისი (GBC) -  დასავლეთ საქართველოში საოპერაციო არეალის გაფართოების მიზნით, გაზელ ფაინენსმა კომპანია „პრაიმ ბეტინში“ 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცის ჩადებაზე განაცხადა.

2008 წელს დაარსებული ‘პრაიმ ბეტონი’ საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო, საინჟინრო და შესყიდვების (EPC) კონტრაქტორ კომპანიას წარმოადგენს.

 ‘მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩვენი პირველი ინვესტიცია კაპიტალში  სწორედ ინოვატორულ ‘პრაიმ ბეტონში’ განვახორციელეთ,’ განაცხადა გაზელ ფაინენსის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტმა. მისი თქმით, ‘პრაიმ ბეტონმა’ დაამტკიცა, რომ  ქართულ კომპანიას შესწევს უნარი არა მარტო სრულფასოვანი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, არამედ გაიმარჯვოს კიდეც სტრატეგიულ-ინფრასტრუქტურულ სამშენებლლო პროექტებზე გამოცხადებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განზრახული აქვს 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება ინსფრასტრუქტურულ პროექტებში.’

გაზელის ფონდის ინვესტიცია მოხმარდება ‘პრაიმ ბეტონის’ ტექნური და საოპერაციო შესაძლებლობების გაზრდას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კომპანიას განახორციელოს უფრო ფართომაშტაბიანი სამშენებლო პროექტები, დაასაქმოს ადგილობრივი მაღალ-კვალიფიციური  მუშახელი, განიცადოს ზრდა როგორც კომპანიამ და შექმნას ხარისხი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, კერძოდ სამეგრელოსა და იმერეთში.  ეკონომიკური განვითარების კუთხით, ეს ორი რეგიონი საქართველოს მთავრობის პრიორეტიტულ ლოკაციებს წარმოადგენენ, რომლებიც შავი ზღვით აკავშირებს აზიას და ევროპასთან.

საქართველოში არსებული ინფრასტრუქტურული და  სამშენებლო ბაზარი სულ უფრო და უფრო პერსპექტიული ხდება განსაკუთრებით კი დასავლეთ რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ხორციელდება პორტების მშენებლობის მიმართულებით ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ფოთის პორტების მაგალითზე. არსებული ინვესტიცია ითვალისწინებს ცენტრალურ აზიასთან სარკინიგზო და საავტომოილო კავშირებისს გაძლიერებას. ‘პრაიმ ბეტონი’ კი ის კომპანიაა, რომელიც შეძლებს წამყვანი პოზიცია დაიკავოს ამ ინფრატრუქტურული  განვითარების წინსვლის პროცესში, რასაც ხელს უწყობს მისი წარმატებული EPC ჰიდროტექნიკური, გამდინარე წყლების გაწმენდის და საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები .

 ‘პრაიმ ბეტონს’ აქვს ამბიციური მიზანი გახდეს საქართველოში წამყვანი EPC კონტრაქტორი კომპანია რომელიც ითვალისწინებს ინდუსტრიაში არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და სტანდარტს,’ განაცხადა პრაიმ ბეტონის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა ალექსანდრე სოკოლოვსკიმ.  მისივე თქმით ‘გრძელვადიანი დაფინანსება იშვიათ რესურსს წარმოადგენს  საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიებისთვის და სწორედ ამიტომ, გაზელ ფაინენსთან თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის ჩვენი ბიზნესის სწრაფი ტემპით ზრდას, რაც თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს ფეხი ავუწყოთ ინფრასტრუქტურლ საინვესტიციო პროექტებში არსებულ საინჟინრო და სამშენებლო მომსახურების  მზარდ მოთხოვნას.’

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გატარებულმა ეკონომიკურმა რეფორმებმა საქართველო უპირობო ლიდერად აქცია რეგიონში. გაზელ ფონდი თვალსაჩინო მაგალითია ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუციონალურ ინვერსტორებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობისა. მას ზურგს უმაგრებს რამდენიმე წამყვანი ევროპული და ამერიკული საფინანსო ინსტიტუტი, როგორიცაა FMO ( ჰოლანდიური  განვითარების ბანკი), DGGF (ჰოლანდიის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი), OPIC ( ამერიკის კერძო საზღვარგარეთ ინვესტიციების კირპორაცია) და საქართველოს ერთ ერთი უმსხვილესი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი _ საპარტნიორო ფონდი.

გაზელ ფაინენსი

გაზელ ფაინანსი წარმოადგენს ინვესტიციების მმართველ კომპანიას,  რომელიც ფლობს კერძო წარმომადგენლობებს ევრაზიის რეგიონში და მიზნად ისახავს ორმაგი ამოცანის შესრულებას: (i) ფინანსური უკუგების მიღებას მის მიერ მართული ფონდებიდან და  (ii) სოციალური თუ სხვა კეთილდღეობის უზრუნველყოფას იმ ქვეყნებში, სადაც საინვესტიციო ფონდები ეწევიან თავიანთ საქმიანობას. გაზელ ფაინანსის მიერ გაზელ ფონდის დაფუძნება ემსახურებოდა ევრაზიის რეგიონში ზრდის პოტენციალისა და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას.   დღესდღეობით, გაზელ ფაინანსის ოფისები წარმოდგენილია საქართველოსა და სომხეთში. კომპანია გეგმავს საქმიანობის გაფართოებას რეგიონის სხვა ქვეყნებში (www.gazellefinance.com). „გაზელ ფაინანსის“ ინვესტიციების მმართველ კომპანიად ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ევრაზიის ფონდმა -  არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ხელს უწყობს მცირე ბიზნესის განვითარებასა და დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერებას ევრაზიასა და ახლო აღმოსავლეთში. 

პრაიმ ბეტონი

2008 წელს დაარსებული კომპანია ‘პრაიმ ბეტონი’ (http://www.primeconcrete.ge/en/) წარმოადგენს კონტრაქტორ კომპანიას,  რომელიც ახორციელებს ჰიდროტექნიკურ და წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებტან ერთად  სხვადასხვა სამოქალაქო მშენებლობებსაც.

კომპანიამ  2012 წლიდან მოყოლებული დღემდე შექმნა 28 მილიონი აშშ დოლარის პორტფელი, საიდანაც 25 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უკვე წარმატებით დაასრულა, ხოლო დარჩენილი 3 მილიონი 2017 წელს წამოწყებულ მიმდინარე პოექტებშია განთავსებული. სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, რაც კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, ‘პრაიმ ბეტონი’ ფლობს ბეტონის საწარმოო ქარხანას, სადაც ბეტონის და ასფალტის წარმოება ხორციელდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები