ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში თამბაქოსადმი თავის დანებების სერვისი ამოქმედდა  
3 მაისი, 2018, 15:00
ევექსის თბილისის პოლიკლინიკებში თამბაქოსადმი თავის დანებების სერვისი ამოქმედდა   

 

თბილისი (GBC) - ყველა მოქალაქეს  ვისაც სურს თამბაქოს მოწევას თავი დაანებოს, „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“  თბილისის მასშტაბით უახლეს სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებულ თამბაქოსადმი თავის დანებების სერვისს სთავაზობს.

ნიკოტინ-დამოკიდებულ პაციენტებს მეთვალყურეობას საგანგებოდ გადამზადებული სამედიცინო პროფესიონალები გაუწევენ, მკურნალობის კურსი ინდივიდუალურად იგეგმება და დამოკიდებულია მოხმარებული თამბაქოს დღიურ დოზაზე და მწეველობის ისტორიის ხანგრძლივობაზე.

მკურნალობის დაწყებამდე და პროცესში ექიმების მიერ ზედმიწევნით მოწმდება,  პაციენტის კარდიალური (გული) და პულმონალური (ფილტვები) სისტემა, ასევე ხდება ყველა იმ გვერდითი ეფექტის მართვა, რაც თამბაქოს თავის დანებებას თან სდევს.

ნიკოტინური შიმშილის მოხსნა ხორციელდება სპეციალური მედიკამენტით, რომლის მიღების შემდეგაც პაციენტს მოწევის სურვილი აღარ უჩნდება. პროცესში ჩართულები არიან ასევე ფსიქოლოგები, რომლებიც პაციენტებთან ჯგუფურ სეანსებს ჩაატარებენ.

ნიკოტინდამოკიდებულება, სხვა მავნე ჩვევებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი პროცესია.

აღნიშნული სამედიცინო სერვისი თამბაქოს კონტროლის მსოფლიო ალიანსის ექსპერტების მიერაა შემუშავებული და მისი ეფექტიანობა 80 %-ს შეადგენს.

„სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თბილისის მოსახლეობას  სერვისს 1 მაისიდან სამი თვის განმავლობაში უფასოდ მიაწვდის.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ევექსის ცხელ ხაზზე: 2 55 05 05

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები