






USD | 3.3202 |
EUR | 3.9640 |
GBP | 4.5835 |
TRY | 0.4418 |

თბილისი (GBC) – „ 60% ტრანზიტული ტვირთის დაკარგვა უკვე კატასტროფაა“ - საგანგაშო სტატისტიკაზე HUB GEORGIA – ს ექსპერტი პაატა ცაგარეიშვილი აცხადებს.
ის საქართველოს პორტების კლიენტების თურქულ და რუსულ პორტებში გადანაცვლებას ქვეყნის სტრატეგიულ შეცდომად აფასებს და სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროებაზე მიუთითებს.
ექსპერტის თქმით, სატრანზიტოს გარდა საქართველოს 40%-იანი ვარდნა აქვს მშრალ ტვირთებში და 47%-იანი, ნავთობსა და ნავთობპროდუქტებში. მილსადენებში მხოლოდ ნავთობმა გადაინაცვლა და ნავთობპროდუქტების შენარჩუნების პოტენციალი სახელმწიფოს მაღალი ჩართულობით შესაძლებელი იყო. მხოლოდ კომერციული სექტორი ამ პრობლემას ვერ მოაგვარებდა, რომელმაც გამოსავალი მომსახურების ტარიფების 30-40%-იანი ზრდაში გამონახა და ინდუსტრიას ამანაც დაარტყა.
შედეგი გარკვეულწილად სახელმწიფოებს შორის შეუთანხმებლობა გახდა. აზერბაიჯანი-ყაზახეთი-საქართველომ კოორდინაცია ვერ შეძლო. შედეგად, ყაზახეთმა ტერმინალები რუსეთის პორტებში (ნოვოროსიისკი, ტემრიუკი, კავკაზი, მახაჩკალა) ააშენა და საქართველომ ამით ცენტრალური აზიის არხიც დაიკარგა.
ნავთობის ტვირთებმა სხვა ქვეყნებისთვისაც მოიკლო, მაგრამ მათ გონივრული პოლიტიკით დანაკარგის მშრალი ტვირთით შევსება მოახერხეს. მაგალითად ლიტვამ, რომლის კლაიპედას პორტს ყოველწიურად 6%-იანი ზრდა აქვს, ჩვენი 40%-იანი კლების საპირისპიროდ.
კლაიპედამ წაიღო შაქრის ნედლეულიც (ლერწამი), რომელიც ბრაზილიიდან ჩვენთან შემოდიოდა და შემდეგ რკინიგზით ცენტრალური აზიის ქვეყნებს მიეწოდებოდა.
საქართველოს კონკურენციაში ჩაუდგა თურქეთიც (მერსინის პორტი), გვინეიდან თიხამიწა (ნედლეული ალუმინის ყალიბების წარმოებისთვის) საქართველოს ნაცვლად, იქ იტვირთება და მერე ნაწილდება.
პაატა ცაგარეიშვილი შედეგის სიმძიმის ინფრასტრუქტურაზე ასახვის ნეგატივზეც ამახვილებს ყურადღებას. რადგან კლება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რესურსსაც უმცირებს ქვეყანას.