ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.6838        EUR 3.1022        GBP 3.5265        RUB 4.0978        UAH 0.9612        AZN 1.5834        AMD 5.5519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34 % გაიზარდა  
4 მაისი, 2018, 11:02
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 34 % გაიზარდა   

 

თბილისი (GBC) - წლის პირველ 4 თვეში საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკად 34% გაიზარდა. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად, გადაყვანილ იქნა 1,208,430 მგზავრი. 

მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

2018 წლის ოთხი თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1,020,104 მგზავრს მოემსახურა, რაც 35 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 754,783.      

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის ოთხ თვეში მგზავრთნაკადი 14 % გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 104,082 მგზავრს მოემსახურა, წელს ამ მაჩვენებელმა 118,433 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ ოთხ თვეში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 68,261 მგზავრმა ისარგებლა. რაც 59 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42,983.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის პირველ ოთხ თვეში 1,632 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 91 რეისი შესრულდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები