ოქრო NYMEX(უნც.)  1223.8  -0.01%    |    პლატინა (უნც.)  819.3  +1.61%    |    ვერცხლი (უნც.)  15.38  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  878  +1.31%    |    ნიკელი (ტონა)  13522.5  +0.73%    |    ალუმინი (ტონა)  2025.5  +1.11%    |    ნავთობი (Brent)  72.59  -0.01%    |    გაზი(NYMEX)  2768  -0.04%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.02  +0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  108.65  +0.04%    |    ხორბალი (ტონა)  507.5  +3.3%    |   
 USD 2.4417        EUR 2.8436        GBP 3.1813        RUB 3.843        UAH 0.9235        AZN 1.4401        AMD 5.0805      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ანაკლიის პორტში სამუშაოების დასაწყებად Van Oord-ის გემებს უახლოეს დღეებში ელიან
ვინ არის ევექსის პოლიკლინიკის ექიმი, რომელმაც პაციენტი აეროპორტში ამშობიარა
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გურჯაანში ღვინის ქარხანას ააშენებენ
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
მერია სიტი პარკთან დავისთვის იურიდიულ მომსახურებას 800 000 ლარად შეიძენს
7 მაისი, 2018, 22:02
მერია სიტი პარკთან დავისთვის იურიდიულ მომსახურებას 800 000 ლარად შეიძენს

თბილისი (GBC) - თბილისის მერიამ  საერთაშორისო საარბიტრაჟო დავისთვის  მზადება დაიწყო.

მერიას ქალაქიდან გაძევებული  „სიტი პარკთან“ დავაში თავის დაცვისთვის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება სჭირდება. შესაბამისად, 800 000 ლარად იურიდიულ მომსახურების შესყიდვაზე გამარტივებული პროცედურა უკვე ითხოვა.

უკვე ისიც ცნობილია, რომ მოსარჩელე მხარის ინტერესებს კომპანია Freshfields Bruckhaus Deringer -ი იცავს.

მერია კი, იურიდიული კომპანიისგან ითხოვს  პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება/ანგარიშების მომზადებას, ასევე  საქმესთან დაკავშირებით  კონსულტაციის გაწევას, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სი-ტი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას და წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.

მერია განმარტებით ბარათში წერს, რომ  „დავის რეჟიმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და თბილისის მთავრობის ინტერესების დასაცავად საჭირო მოქმედებები, მათ შორის, შპს „სი-ტი პარკის“ ინტერესების დამცველ საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს შესაბამის მოკლე ვადებში. შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა კი, შეუძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც შეუძლებელი იყო შპს „სი-ტი პარკის“ შემდგომი მოქმედებების ზუსტი პროგნოზირება“.

შეგახსენებთ, თბილისის მერიამ პარკირების კომპანია „სიტი პარკს“ ხელშეკრულება 10 აპრილიდან ცალმხრივად შეუწყვიტა.   „სი-ტი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება შეწყვიტა უსაფუძვლოდ, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები