ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4573        EUR 2.8414        GBP 3.2338        RUB 3.8647        UAH 0.9296        AZN 1.4527        AMD 5.1034      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
EBRD წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას ელის
9 მაისი, 2018, 23:34
EBRD წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას ელის

თბილისი (GBC) - ევროპის  რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელად შეინარჩუნა. 

2018 და 2019 წლებში EBRD საქართველოში 4.5-4.5%-იან ზრდას ელის . 

ახალ ანგარიშში (.pdf) ევრობანკმა  საქართველოს ეკონომიკაში არსებულ დადებით იმპულსებზე აღნიშნა, განაცხადა, რომ 2017 წელს საქართველოს ეკონომიკას ძლიერი ბიძგი ჰქონდა და 2016 წელს არსებული 2.8%-იანი ზრდიდან მშპ-ს ზრდა 5%-მდე დაჩქარდა. 

ანგარიშში მითითებულია, რომ დადებითი ტრენდის მთავარი განმაპირობებელი საგარეო სექტორის დადებითი ტენდენციებია.  გაანალიზებულია მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც და აღნიშნული, რომ ინფლაციის დონეც შემცირდა 6%-დან 2.8%-მდე, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს  (3%) შეესაბამება.

რაც შეეხება ჩვენ მეზობლებს: სომხეთში წელს 3.5%-იანი ზრდაა ნავარაუდევი, აზერბაიჯანში 2.5% (+0.5), ბელარუსში 3%-მდეა გაუმჯობესებული მაჩვენებელი (+1), მოლდოვაში ზრდა  3.5% იქნება, უკრაინაში - 3%. რუსეთისთვის პროგნოზი გაუარესდა 0.2 პ.პ-ით 1.5%-მდე. თურქეთში 0.9 პ.პ გაუმჯობესებით  4.4 %-იანი ზრდაა ნავარაუდევი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები