ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9232        EUR 3.2395        GBP 3.5561        RUB 4.4227        UAH 1.1628        AZN 1.7194        AMD 6.1476      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველო მსოფლიო ავიაინდუსტრიის გინანტებს  მოამარაგებს
ნინო შუბითიძე
10 მაისი, 2018, 13:43
საქართველო მსოფლიო ავიაინდუსტრიის გინანტებს  მოამარაგებს

თბილისი (GBC) - საქართველო მსოფლიო ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს, - თბილისში, თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიური ქარხანა (ATC) გაიხსნა. საწარმო უპრეცედენტოა სამხრეთ კავკასიაში. 

საწარმოში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია  „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია, თვითმფრინავებისთვის ნაწილები დამზადდება - კარები,  აეროდინამიკური ზედაპირი, თუ  საკონტროლო პანელი.  აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier 

„ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო დონის კომპანიები საქართველოს ნდობას უცხადებენ, ჩვენი ქვეყანა კი  მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, მოწინავე ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო კი იმის გარანტიას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ფასი კონკურენტული იქნება. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომლებმაც გადამზადების პროგრამა ისრაელის წამყვან სპეციალისტებთან გაიარეს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის. 

 ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

 საქართველოში დამზადებული პროდუქცია სრულად ექსპორტზე გავა. საწარმოს ასაშენებლად 93 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები