ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8877        EUR 3.2077        GBP 3.7676        RUB 4.6777        UAH 1.1846        AZN 1.6978        AMD 6.032      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თვითმფრინავის ნაწილების ქარხანამ პირველი შეკვეთა უკვე მიიღო
10 მაისი, 2018, 14:41
თვითმფრინავის ნაწილების ქარხანამ პირველი შეკვეთა უკვე მიიღო

თბილისი (GBC) - თბილისის თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების მაღალტექნოლოგიურმა ქარხანამ (ATC)  პირველი შეკვეთა უკვე მიიღო.

კომპანიის წარმომადგენლის ნინო ჩოლოყაშვილის განცხადებით, შეკვეთა შიდა სალონის დამზადებას გულისხმობს.

„შეკვეთა გვაქვს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისგან. სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს უფლება ამ კომპანიის დასახელების“, - აღნიშნა ნინო ჩოლოყაშვილმა.

"საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, შეკვეთა მიიღო საწარმოს თანამფლობელმა კომპანია Elbit -მა, რომელიც 230-ზე მეტ ნაწილს სწორედ საქართველოში დაამზადებს და დამკვეთს მიაწვდის. 

საწარმო პროდუქციის გამოშვებას 2019 წლიდან დაიწყებს, მანამდე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. წარმოებული პროდუქტი ისრაელში შემოწმდება, სხვადასხვა მეთოდით. 

"თუ წლის განმავლობაში ქარხანამ ტესტირება გაიარა და სერტიფიცირება  მიიღო, ეს 200-ზე მეტი დეტალი წავა  მომხმარებელთან ", - აღნიშნა საგანელიძემ. 

ქარხანა ეტაპობრივად დაიტვირთება, სრულ სიმძლავრეზე 5 წელში გავა და გაყიდვების მოცულობა წლიურად 60 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

საწარმოში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა“ და ებრაული კომპანია  „Elbit Systems Cyclone“-ის ერთობლივი პროექტია, თვითმფრინავებისთვის ნაწილები დამზადდება   თვითმფრინავებისთვის ნაწილები დამზადდებაკარები,  აეროდინამიკური ზედაპირი,  საკონტროლო პანელი  და სხვა.  აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier-ი.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები