ოქრო NYMEX(უნც.)  1282.50  +0.31%    |    პლატინა (უნც.)  887.90  -0.03%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +0.36%    |    პალადიუმი NYMEX  982.90  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  15122.5  -0.31%    |    ალუმინი (ტონა)  2204.2  -0.37%    |    ნავთობი (Brent)  72.92  -0.72%    |    გაზი(NYMEX)  3035  +0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.03  -1.88%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.55  0.00%    |    ხორბალი (ტონა)  497  -0.55%    |   
 USD 2.4586        EUR 2.8554        GBP 3.2591        RUB 3.8785        UAH 0.9336        AZN 1.4535        AMD 5.1008      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის მთავრობა ახალ პროექტს იწყებს
10 მაისი, 2018, 17:06
სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის მთავრობა ახალ პროექტს იწყებს

თბილისი (GBC) - სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის ახალი პროგრამა იწყება.

პროექტს განათლების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციის - ,,Save the Children Nederland“  მხარდაჭერით ახორციელებს, ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათი დასაქმების პოტენციალის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი,  ფინანსური მხარდაჭერის სახით, 500 000 ლარზე მეტს მიიღებს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით  განხორციელდება:

-     ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ პლატფორმების შემუშავება.

-        საჭირო უნარების განვითარების მიზნით, დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება/გადამზადება.

-        მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები.

"სწორედ, ეს სჭირდება ახალგაზრდებს იმისათვის, რომ განავითარონ უნარები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა. მათ შორის, ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. ეს კვლევაც მოგვცემს საშუალებას, რომ  გამოვავლინოთ საჭიროებები და შემდეგ უკვე დავეხმაროთ ამ ახალგაზრდებს.

იმედი მაქვს, ეს პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების იმ განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ", - აღნიშნა პრემიერმა კვირიკაშვილმა. 

მისი თქმით,  ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად დაახლოებით 700 ათასიდან მილიონ ლარამდე დაფინასებას გამოყოფს და წელიწადში 60-მდე პროექტს აფინანსებს, რის შედეგადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში უკვე დასაქმებულია 350-მდე ახალგაზრდა, შექმნილია 60 სოციალური საწარმო, მათ შორის: ხეზე კვეთის, მინანქრის, ზოგადად ხალხური რეწვის საწარმოები, ლიტერატურული კაფეები, სათბურები და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოები და ა.შ.

აგრეთვე, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზრდული იდეების კონკურსი და მისი დაფინასება, რაც  დამატებით 750 000 ლარი იქნება. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები