ოქრო NYMEX(უნც.)  1.282.85  +0.22%    |    პლატინა (უნც.)  794.35  -0.97%    |    ვერცხლი (უნც.)  15.30  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  1.302.35  -2.45%    |    ნიკელი (ტონა)  11.647.5  -1.42%    |    ალუმინი (ტონა)  1.863.75  +0.75%    |    ნავთობი (Brent)  61.41  -2.12%    |    გაზი(NYMEX)  3.250  -6.66%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.93  -0.77%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  104.67  -0.27%    |    ხორბალი (ტონა)  519.12  +0.47%    |   
 USD 2.6611        EUR 3.0233        GBP 3.4363        RUB 3.9996        UAH 0.9553        AZN 1.565        AMD 5.4981      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე:  მეამაყება, რომ ბოლო დროს განხორციელებულ  ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს მეც ჩავუყარე საფუძველი
10 მაისი, 2018, 18:19
ირაკლი კოვზანაძე:  მეამაყება, რომ ბოლო დროს განხორციელებულ  ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს მეც ჩავუყარე საფუძველი

თბილისი (GBC)- პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე თვითმფრინავების ნაწილების საწარმოს, რომელიც დღეს საზეიმოდ გაიხსნა,  ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში განხორციელებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ  პროექტად მიიჩნევს.

„ეს ამიერკავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური საწარმო ნაწილებით მოამარაგებს მსოფლიო -გიგანტებს - Boeing-, Airbus-, Bombardier- მიხარია და თან მეამაყება, რომ სამი წლის წინ, გაზაფხულზე, ქარხნის საძირკვლის ჩაყრაში უშუალო მონაწილეობას ვიღებდი, როგორც საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარე“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

მისი თქმით, ვიდრე პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაწყდებოდა, ისრაელელ ინვესტორებთან 2-წლიანი ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა.

მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის შედეგად კი საქართველოს ეკონომიკამ 93 მლნ დოლარის ინვესტიცია მიიღო,  60 მილიონი დოლარით გაიზრდება ექსპორტი და 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„დარწმუნებული ვარ, ამ პროექტის წარმატება სხვა მსხვილ უცხოურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისკენ უბიძგებს“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.  

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელური კომპანია „Elbit Cyclon-ის“ ერთობლივი ქარხანა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილებს აწარმოებს და ექსპორტზე გაიტანს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები