ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნების მიზეზებს ასახელებს
11 მაისი, 2018, 17:21
ბიძინა ივანიშვილი დაბრუნების მიზეზებს ასახელებს

თბილისი (GBC) -  ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება დაბრუნების გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც  "ქართული ოცნების" და მით უმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე როგორც 2011 წლის ოქტომბეში  მიზეზი ახლაც  იგივეა -  საქართველოს საქართველოს ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "დაბრუნების" განმარტებისას. 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ 2013 წელს ხელისუფლებიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა არსებობს 3 მიზეზი, რის გამოც ის უკან ბრუნდება. 

ექს-პრემიერი ამბობს, რომ ეს 3 მიზეზია: 

1. ობიექტურად არსებული რთული სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ვითარების   კიდევ უფრო დამძიმების მცდელობები; 

2. ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესას  დესტრუქციული მუხტი; და, 

3.  ხელისუფლების შიგნით არსებული მართალია სუსტი, მაგრამ სრულიად არასაჭირო,  უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები.  

მან ეს თითოეული მუხლი ვრცლად  მიმოიხილა და აღნიშნა, რომ  დაუშვებელი პირადი უთანხმოების და წყენის გამო საერთო პარტიული და ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა.   

"მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", რომელიც იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია. ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში პარტია დაშორდებოდა ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება. დიახ, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში" , - განაცხადა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ახალა არ აქვთ უიმედობის უფლება, ახლა მხოლოდ გამარჯვების უფლება აქვთ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები