ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.7026        EUR 3.1134        GBP 3.5485        RUB 4.1226        UAH 0.9637        AZN 1.5945        AMD 5.5954      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბიძინა ივანიშვილი: დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი
11 მაისი, 2018, 17:46
ბიძინა ივანიშვილი: დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი

თბილისი (GBC) - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს, საქართველოს ისტორიაში თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, - განაცხადა  “ქართული ოცნების“ ახალადარჩეულმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. 

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეს, ისე, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში, თავისუფალი და დაცულია ბიზნესი, ქვეყანაში დოვლათის შექმნის და კეთილდღეობის მთავარი საფუძველი, რაც ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. სწორედ ამან განაპირობა, რომ მსოფლიო ეკონომიკაში ბოლო წლებში არსებული არასტაბილურობის და რყევების მიუხედავად საქართველო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მცულობამ კი შარშან საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ბოლო 5 წლის მონაცემებით,  საქართველო, ეკონომიკური ზრდის მონაცემებით, რეგიონში ლიდერობს“, - განაცხადა  ივანიშვილმა.

მან მოიხმო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, რომლის მიხედვით, მომავალი 6-წლიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით, საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები