ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8714        EUR 3.2191        GBP 3.5832        RUB 4.5608        UAH 1.1011        AZN 1.6898        AMD 6.0324      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უსაფრთხოების განცდა საქართველოში
14 მაისი, 2018, 12:08
უსაფრთხოების განცდა საქართველოში

თბილისი (GBC) - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის უსაფრთხოების ინდექსის მიხედვით, კვლევის მონაწილე 136 ქვეყანას შორის საქართველო 6.0 ქულით 29-ე ადგილს იკავებს. 

კვლევის შედეგებზე ATC წერს და აღნიშნავს, რომ  რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია (6.7), ხოლო ბოლოზე კოლუმბია (2.6). მოცემული ინდექსი ქვეყნის ბიზნეს სექტორისა და ტურიზმის უსაფრთხოების რისკებზე დაყრდნობით ანგარიშდება, მოიცავს ძალადობისა და ტერორიზმის მაჩვენებლებს და არ ითვალისწინებს მსუბუქ კრიმინალს (ბმული).

2017 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 77% თვლის, რომ მათ დასახლებაში მაცხოვრებელთა უსაფრთხოება დაცულია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე მაჩვენებელი მცირედ გაუარესებულია – 2013 წლის კვლევის შედეგების მიხედვით დაცულად თავს მოსახლეობის 88% გრძნობდა, 2015 წელს კი 85%.

საინტერესოა, რომ სოფლის მოსახლეობას უსაფრთხოების უფრო მაღალი განცდა აქვს (91%), ვიდრე ქალაქად მცხოვრებთ (77%), ყველაზე ნაკლებად კი თავს დაცულად თბილისელები გრძნობენ (54%).

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უსაფრთხოების განცდა კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში – კაცების 77% თავს დაცულად გრძნობს, მაშინ, როცა ქალებში იგივე მაჩვენებელი 69%-ია.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს წვრილმანი ხულიგნობა, ოჯახური ძალადობა, ძარცვა-ყაჩაღობა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლოს მოხმარება წარმოადგენს. თუმცა, მთავარ პრობლემად მაინც ალკოჰოლის მოხმარება სახელდება (29%), რომელზეც განსაკუთრებულ აქცენტს თბილისელები აკეთებენ (58%).

უსაფრთხოება

კვლევა 2017 წლის მარტში ჩაატარა ეისითიმ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის (SCO) ოფისისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაკვეთით. მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით  კმაყოფილების დონის დასადგენად საქართველოს მაშტაბით 3400 ზრდასრული რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის სრულ შედეგებს  შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები