






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - 2018 წლის 4 თვის განმავლობაში ფოთის ნავსადგურში საკონტეინერო გადაზიდვების 15.1%-იანი ზრდაა.
მენეჯმენტის ცნობით, ფოთის პორტში 106,990 TEU კონტეინერი გადამუშავდა, ხოლო 2017 წლის იმავე პერიოდში 92,950 TEU კონტეინერი.
ფოთის პორტში ტვირთების 39% იმპორტზე მოდის, 21% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 40%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.
APM Terminals- ის განცხადებით, ზრდას ხელი პირველ რიგში აზერბაიჯანმა და შემდეგ საქართველომ შეუწყო. მცირე გავლენა სომხეთის ვითარებამაც იქონია.
საერთო ჯამში კომპანიის ინფორმაციით, იმპორტის 70% ხორცეულია, 30% ბოსტნეული, დიდია ტანსაცმლის იმპორტიც.
APM Terminals-ის ცნობითვე, საერთო ზრდის მიუხედავად კლება დაფიქსირდა საბორნე და ნაყარი ტვირთების გადაზიდვაში. ამ მიმართულებით კომპანია განმარტავს, რომ ძირითადად, ნაყარი ტვირთების ექსპორტი ხდება, რაც კონტეინერით არ იყიდება. ინვესტორი კომპანია ამ მიმართულებით განვითარებას გეგმავს და წლის ბოლომდე სავარაუდოდ მზად ექნება გეგმის სამუშაო ვერსია, რომელიც იურიდიულ, კომერციულ და ტექნიკურ ნაწილებს მოიცავს.