ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.7026        EUR 3.1134        GBP 3.5485        RUB 4.1226        UAH 0.9637        AZN 1.5945        AMD 5.5954      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე ეტაპობრივად დაილისტება
14 მაისი, 2018, 15:17
ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე ეტაპობრივად დაილისტება

თბილისი (GBC) - ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები საფონდო ბირჟაზე ეტაპობრივად დაილისტება.

პირველ ეტაპზე საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების არაუმეტეს 25%-ის IPO განხორციელდება. ამ მოცულობის აქციებს სააქციო საზოგადოებად გადაკეთებული  „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ მეწილეებისგან გამოისყიდის და საქართველოს საფონდო ბირჟაზე დალისტავს. აქციების შეძენას საქართველოს მოქალაქეებთან ერთად უცხოელებიც შეძლებენ.

შემდეგ ეტაპზე მოხდება ემიტენტის აქციების დარჩენილი ნაწილის (აქციები, რომლებიც არ შევიდა ემისიაში ან არ განთავსდა ამ  ემისიის შედეგად) საჯარო შეთავაზება.  საერთო ჯამში, განიხილება ბირჟაზე კომპანიის 49%-ის განთავსება. განთავსების ნაწილი სავარაუდოდ, მომავალ წელს მოხდება. 

ქარის პირველი სადგურის აქციების ემისიის მოსამზადებლად საბროკერო კომპანიის შერჩევაზე 210 000 ლარიანი ტენდერი უკვე გამოხადდა. სწორედ საბროკერო კომპანია მოახდენს კომპანიის შეფასებას, შეთავაზების ზომის, სტრუქტურისა და გასაყიდი წილის განსაზღვრას. ასევე გააანალიზებს   მოზიდული სახსრების მიზნობრიობას, ხმის მიცემის უფლებებისა და დივიდენდების გაცემის პოლიტიკა.

აქციების პირველი საჯარო შეთავაზება  შემოდგომაზეა დაგეგმილი, ვადის გადაწევის რისკს მოცულობითი სამუშაო ქმნის. 

20.7 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგური 2016 წლის დეკემბერში გაეშვა. პროექტის განსახორციელებლად 31.23 მლნ დოლარის ინვესტიცია დაიხარჯა. აქედან 21.73 მლნ დოლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის სესხია.

ჩართვის დღიდან ქართლის ქარის ელექტროსადგურის გამომუშავებული და მიწოდებული ელექტროენერგია 126 473 195 კილოვატ საათს შეადგენს.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები