ოქრო NYMEX(უნც.)  1229.3  -0.09%    |    პლატინა (უნც.)  843.80  -0.22%    |    ვერცხლი (უნც.)  14.67  -0.35%    |    პალადიუმი NYMEX  1076.5  -0.16%    |    ნიკელი (ტონა)  12.455  -0.91%    |    ალუმინი (ტონა)  2029.25  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  80.83  +0.06%    |    გაზი(NYMEX)  3285  +0.77%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.41  +2.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.05  +2.44%    |    ხორბალი (ტონა)  525.50  +0.14%    |   
 USD 2.7026        EUR 3.1134        GBP 3.5485        RUB 4.1226        UAH 0.9637        AZN 1.5945        AMD 5.5954      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
რეგიონულ ჰოსპიტალში ნერვკუნთოვანი დაავადებების და მიოგრაფიული კვლევის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიმართება
15 მაისი, 2018, 11:43
რეგიონულ ჰოსპიტალში ნერვკუნთოვანი დაავადებების და მიოგრაფიული კვლევის თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიმართება

თბილისი (GBC) - 16,17 და 18 მაისს რეგიონულ ჰოსპიტალში ნერვკუნთოვანი დაავადებების და მიოგრაფიული კვლევის თეორიული და პრაქტიკული კურსი ჩატარდება. კურსის მიზანია ნერვკუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირების და მართვის  გაუმჯობესება საქართველოში.

სემინარს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ნევროლოგიური სამსახურის უფროსი, ქალაქ უნას ჰოსპიტლის ნევროლოგიური განყოფილების დირექტორი  -  ზაზა ქაცარავა ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ხელმძღვანელობს.

სპეციალურად აღნიშნული სემინარისთვის საქართველოს ეწვევა გერმანიის წამყვანი საუნივერსიტეტო კლინიკების ნევროლოგები, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად თეორიულ და პრაქტიკულ კურსს ჩაატარებენ, სადაც განხილული იქნება ნერვ-კუნთოვანი დაავადებების გავრცელებული და იშვიათი ფორმების შემთხვევები, დიაგნოსტირებისა და შემდგომი მართვის საერთაშორისო სტანდარტები.

3 დღიან  სამუშაო შეხვედრას საქართველოში მოღვაწე ქართველი ნევროლოგები დაესწრებიან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ნერვ-კუნთოვანი დაავადებების დიაგნოსტირებასა და მკურნალობის პროცესში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები