ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4365        EUR 2.8641        GBP 3.2661        RUB 3.9179        UAH 0.9339        AZN 1.437        AMD 5.0487      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GHG შემოსავლებისა და მოგების მკვეთრ ზრდაზე განაცხადა
15 მაისი, 2018, 15:36
GHG შემოსავლებისა და მოგების მკვეთრ ზრდაზე განაცხადა

თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის  ჯგუფმა I კვარტალში მიღებულ მაღალ მოგებაზე განაცხადა.

სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისების მიმწოდებელმა ჯგუფმა იანვარ-მარტში 16 მლნ ლარის მოგება მიიღო, 23%-ით მეტი, გასული წლის 13,1 მილიონიან მაჩვენებელთან შედარებით.

ამონაგები წლიურ ჭრილში 11%-ით, 207,7 მილიონამდეა გაზრდილი. მათ შორის, ჯანდაცვის სერვისებიდან შემოსავალი 10.9%-ით 73.5 მილიონამდე გაიზარდა. მენეჯმენტი მიღწეულით კმაყოფილია  სახელმწიფოს მიერ „საყოველთაო დაზღვევის“ პროექტში განხორციელებული ცვლილებების ფონზე.

უფრო კარგ ზრდას აჩვენებს ფარმაცევტული ბიზნესი, სადაც  14% -იანი ზრდაა და 126.9 მლნ აღწევს, რაზეც გავლენა მოახდინა სააფთიაქო ქსელის გაფართოებამ და გაყიდვების ახალმა სტრატეგიამ.

უარყოფითია სამედიცინო დაზღვევის ბიზნესის მაჩვენებლები. I კვარტალში, მოზიდული პრემიების პორტფელში  კლებაა 4.7%-ით, 14 მილიონამდე.  

ანგარიშში GHG გენერალური დირექტორი ამბობს, რომ განვითარების გზაზე რთული პერიოდის დიდი ნაწილი გადალახულია და კომპანია ელის ყველა ბიზნეს-მიმართულებაში ზრდას, ამასთან მიიჩნევს, რომ არის ეფექტიანობის გაუმჯობესების შესაძლებლობაც. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები