ოქრო NYMEX(უნც.)  1212.30  -0.56%    |    პლატინა (უნც.)  819  -1.28%    |    ვერცხლი (უნც.)  15.23  -0.42%    |    პალადიუმი NYMEX  892  -1.01%    |    ნიკელი (ტონა)  13.775  -0.27%    |    ალუმინი (ტონა)  2.076.25  -0.72%    |    ნავთობი (Brent)  72.47  -0.47%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.94%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.45  -1.23%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  107  -0.49%    |    ხორბალი (ტონა)  539  -1.35%    |   
 USD 2.5558        EUR 2.9154        GBP 3.2556        RUB 3.8054        UAH 0.923        AZN 1.5074        AMD 5.2849      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მამუკა ბახტაძე: საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი  
15 მაისი, 2018, 18:37
მამუკა ბახტაძე: საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი  

თბილისი (GBC) - საჭიროა განათლების სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. 

"ზაფხულში  განიხილება შესაძლებლობა, რომ საქართველოს მიმართულებით დაფინანსება გაზარდოს მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ამ დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდეს განათლების სექტორს. განათლების სექტორში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტები. საჭიროა, რომ განათლების სექტორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, ვინაიდან, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ეკონომიკური წარმატება გადის სწორედ განათლების სექტორში წარმატებული რეფორმის განხორციელებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დონორი ორგანიზაციები იყვნენ აქტიურად ჩართული განათლების სექტორის წარმატებულ რეფორმაში"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 15 მაისს, საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა დელეგაცია ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრებთან ერთად კახეთში იმყოფებოდა, სადაც სტუმრებმა დაათვალიერეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერით რეგიონალური განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტები, რომელთა მიზანს კახეთის რეგიონის განვითარება წარმოადგეს.

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განახლდა თელავი და ყვარელი. სტუმრებმა დღეს მოინახულეს ბატონის ციხე, რომლის რეაბილიტაცია სწორედ მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. დელეგაციამ ასევე დაათვალიერა ბატონის ციხის ახალაშენებული მუზეუმი.

"მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი  საბჭოს წევრები  არაჩვეულებრივი ვიზიტით ვიმყოფებით  საქართველოში. მშვენიერია, რომ დღეს თელავში ვიმყოფებით.  საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულიო თანამშრომლობა განსაკუთრებულია.

დღეს გავეცანით რეგიონალური განვითარების პროექტების შედეგებს თელავში, სადაც წლების მანძილზე მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა, ასევე ვიხილეთ ის ბენეფიციარები,  რომლებმაც ისარგებლეს ინვესტიციებით მსოფლიო ბანკისგან და ასევე ვნახეთ ის სარგებელი, რაც მიიღეს აქ მაცხოვრებლებმა. საინტერესო შეხვედრა შედგა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც გავეცანით განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს," - განაცხადა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ჰოგანმა. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორების ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები